დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, May 4, 2015

„ფორდი“ ნეპალს ეხმარება

Ford Lends a Helping Hand to Nepal Earthquake Relief Fund
4 მაისი
დღეს ყველა ნეპალს ეხმარება, ქვეყანას, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ყველა შენატროდა და სად მოგზაურობაც ბევრისთვის აუხდენელი ოცნება იყო. „ზეციურ ქვეყანას“, არამხოლოდ იმიტომ, რომ ზღვის დონიდან ძალიან მაღლა იმყოფება და არამხოლოდ იმიტომ, ყველაზე მეტი (10-დან 8, მათ შორის, ევერესტი) 8000-იანი მწვერვალი მის ტერიტორიაზეა...
ეს ღვთიური ქვეყანა დღეს დანგრეულია, 27 მილიონ ადამიანს კი სიცოცხლისთვის აუცილებელი ელემენტარული საშუალებები არ ჰყოფნის. 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ 25 აპრილს მიწასთან გაასწორა მთელი რეგიონი, მეორე დღეს კი 6.7 მაგნტუდის მიწისძვრამ ბოლო მოუღო პირველი ბიძგისგან დაზიანებულ შენობებს. და ამიტომ, ნეპალს მთელი მსოფლიო ეხმარება. დამხმარეთა შორისაა „ფორდიც“, რომელმაც უკვე 200 000 დოლარზე მეტი გამოჰყო განადგურებული ქვეყნისთვის.
„ფორდ მოტორ კომპანის“ სპეციალურმა ფონდმა, „მსოფლიო დახმარების ფონდისთვის“ 50 000 დოლარი გამოჰყო. ცისფერი ოვალის იმავე ფონდმა 100 000 დოლარი გამოუყო საერთაშორისო ორგანიზაციას „საცხოვრებელი გარემო“. ეს თანხა, ქვეყნის განახლების საქმეს მოხმრდება. დაზარალებულთა დასახმარებლად, „ფორდს“ თანამშრომლებმაც 50 000 დოლარი შეაგროვეს...

No comments:

Post a Comment