დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, May 16, 2015

„ფოლკსვაგენის“ ორი ახალი ძრავი

VW reveals plans for 270bhp turbo triple and new W12 engines
16 მაისი
ვენაში გამართულ ძრავების სიმპოზიუმზე, „ფოლკსვაგენმა“ თავისი ორი უახლესი ძრავი წარადგინა, რომლების გამოყენებასაც ძალიან მალე დაიწყებენ მის ჯგუფში შემავალი კომპანიები. ამათგან ერთია სამცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი TSI, რომელიც EA211 აგრეგატის ბაზაზე შეიქმნა, მეორე კი - 6.0-ლიტრიანი W12 TSI.
პატარა ძრავის შემუშავებისას, ვოლფსბურგელმა ინჟინრებმა ის ტექნოლოგია გამოიყენეს, რომელიც პირველად რალის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე „ფოლკსვაგენ პოლოზე“ დაინერგა. ის აღჭურვილი ერთხვეულიანი ტურბო კომპრესორით და e-ამაჩქარებლი კომპრესორით. მისი სიმძლავრე 272 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 270 ნიუტონმეტრი.
„ეს ძრავი არის იმის ნიმუში, თუ რამდენად დიდი პოტენციალი აქვს შიდაწვის ძრავებს“, - ამბობს „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის ძრავების განვითარების შტოს ხელმძღვანელი, დოქტორი ჰაინც-იაკობ ნოიზერი. მას არ დაუზუსტებია, ეს ძრავი უკვე მზადაა წარმოებისთვის, თუ ჯერაც მომზადების პროცესშია.
სამაგიეროდ, მეორე TSI ძრავი წარმოებისთვის უკვე მზადაა და მას პირველად „ბენტლი“ გამოიყენებს თავის პირველ უგზოობის ავტომობილ „ბენტაიგაზე“, რომელიც ბაზარზე მომავალ წელს უნდა გამოვიდეს. ეს ძრავი 608 ცხენის ძალას და 900 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს (1 500-4 500 ბრ/წთ დიაპაზონში). და სიმძლავრე ამ აგრეგატის ერთადერთი ღირსება არაა!
როგორც „ფოლკსვაგენი“ ამბობს, ეს არის ლუქს კლასში ყველაზე ეკონომიური 12-ცილინდრიანი აგრეგატი. ამ ძრავით აღჭურვილი ავტომობილის ხარჯი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. სამაგიეროდ, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა ნებისმიერ შემთხვევაში ერთნაირი იქნება - ყოველ კილომეტრზე 250 გრამი. ეს კი მრავალცილინდრიანი და დიდლიტრაჟიანი აგრეგატისთვის ძალიან ცოტაა.
„ფოლკსვაგენის“ ინჟინრებმა ამ ძრავზე, ორი ტექნოლოგიის კომბინაცია გამოიყენეს. ერთია „აუდის“ FSI - უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევა, მეორე კი - „ბენტლის“ TMPI, ანუ საწვავის მრავალწერტილოვანი შეფრქვევა. გარდა ამისა, ამ ძრავს ემსახურება ცილინდრების დაქტივაცის სისტემა და სტოპ-სტარტ ფუნქცია, რომლებიც საწვავის ეკონომიურ მოხმარებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ძრავს ემსახურება ორხვეულიანი ტურბო კომპრესორი, ორმაგი შეფრქვევის სისტემა, რომელიც საწვავ ნარევს მაღალი წნევით უშუალოდ წვის კამერაში აფრქვევს და დაბალი წნევით - შემშვებ კოლექტორში.

No comments:

Post a Comment