დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, May 13, 2015

„ფერარი“ ბარსელონაში ჩავარდნის მიზეზს ეძებს

Motor racing-Ferrari looking for answers at Barcelona test
13 მაისი
ესპანეთის დიდი პრიზის რბოლამ აჩვენა, რომ „მერსედესსა“ და „ფერარის“ შორის ჰანდიკაპი გაიზარდა. იტალიურმა გუნდმა პირველი ევროპული ეტაპისთვის რამდენიმე სიახლე მოამზადა, რომელთა დახმარებითაც, ლიდერებთან ჩამორჩენის შემცირების იმედი ჰქონდა. მაგრამ სამქიმიანებმა რბოლა დუბლით მოიგეს, გამარჯვებულმა ნიკო როსბერგმა კი უახლოესი მდევარი, „ფერარის“ სებასტიან ფეტელი, 45 წამით ჩამოიტოვა.
„ჩამორჩენა ვერ შევამცირეთ და ახლა იმის გაანალიზება მოგვიწევს, თუ რა გავაკეთეთ არასწორად. აშკარაა, რომ ბოლო სექტორში თითქმის ნახევარ წამს ვაგებდით. რეალობას სულაც არ გავურბივარ, ეს ფაქტია. ჰოდა, ახლა ის უნდა გავარკვიოთ, რამ გამოიწვია ასეთი განსხვავება და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ავტომობილმა უკეთ იმუშაოს“, - ამბობს „ფერარის“ შეფი მაურიციო არივაბენე (ფოტოზე) და მაინც აღიარებს, რომ სიახლეების წყალობით, ავტომობილი მაინც წინა ვერსიაზე უკეთესია.
ბარსელონას ტრეკზევე, სამშაბათს და ოთხშაბათს ორი სატესტო სესია ჩატარდა, რომლების დროსაც, „ფერარიმ“ სწორედ ჩავარდნის მიზეზების დადგენაზე იმუშავა. პირველ რიგში გასარკვევი იყო, დეფიციტი ტრასის კონფიგურაციის თავისებურებთა შედეგი იყო, თუ - სხვა რამის. შედარებითი ანალიზი აჩვენებს, რომ მთლიანობაში, მანქანა უკეთ მუშაობდა, ვიდრე წინა ოთხ რბოლაში. არივაბენ არც რაიმე შეცდომას გამორიცხავს. მათ შორის, მანქანის არასწორად მომართვას. ის პირობას დებს, რომ მიზეზების დადგენის შემდეგ, მათ შესახებ საჯაროდ განაცხადებს. მითუმეტეს, არ დამალავს, თუ ჩავარდნა შეცდომის შედეგი იყო.
ასეა თუ ისე, „ფერარი“ ბარსელონაშიც მეორე გუნდი იყო და ფეტელმაც კარგა მანძილზე ჩამოიტოვა „უილიამსის“ ვალტერი ბოტასი, რომელმაც თავის მხრივ, კიმი რაიკონენს აჯობა. სხვათა შორის, არივაბენე სეზონის დაწყებამდე ამბობდა, რომ მისი გუნდი მინიმუმ ორ რბოლას მაინც მოიგებდა. ახლა კი „ფერარის“ ფანებს სამ გამარჯვებას პირდება. და სულაც არ თვლის დიდ მიღწევად იმას, რომ „ფერარის“ პილოტები ყოველ რბოლას კვარცხლბეკზე ამთავრებენ.
„კვარცხლბეკს უკვე მივეჩვიეთ, ყოველ რბოლაში ერთი საფეხური ჩვენია. მაგრამ ეს ბევრი არაფერია. მთავარი პრობლემა, დიდი ჩამორჩენაა, რადგან თუ ორი, ან სამი რბოლის მოგებას ვაპირებთ, მაშინ ლიდერებთან ახლოს უნდა ვიყოთ. ჯერჯერობით კი ასე არაა“, - ამბობს არივაბენე.

No comments:

Post a Comment