დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, April 16, 2015

ბრანდლი: მაქს ფერსტაპენს სენას და შუმახერის თვისებები აქვს

Max Verstappen showing 'Senna and Schumacher hallmarks'
16 აპრილი
შესაძლოა, ჩვენ ფორმულა 1-ის ახალი სუპერ ვარსკვლავის ჩამოყალიბების მომსწრენი ვართ. და სებასტიან ფეტელის მსგავსად, ისიც „ტორო როსოდან“ მოდის. ის ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და ფ1-ში მის მოსვლას ბევრი კრიტიკულად შეხვდა. ალბათ, ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაქს ფერსტაპენმა ძალიან მალე დაარწმუნა ყველა, რომ მცირე ასაკი მის შემთხვევაში დაბრკოლება არ უნდა ყოფილიყო. მან ამის დემონსტრირება სეზონის პირველ სამ ეტაპზე უკვე შეძლო.
და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ფორმულა ერთის ყოფილ პილოტს და ამჟამად „სკაი სპორტის“ ტელეწამყვან მარტინ ბრანდლს აირტონ სენა და მიხაელ შუმახერი გახსენებოდა. ფაქტია, რომ მალაიზიის დიდი პრიზის რბოლაში მეშვიდე ადგილის დაკავებით, ახალბედა ჰოლანდიელი გახდა ფ1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პილოტი, ვინც ქულის აღება შეძლო.
მართალია, შანჰაის რბოლაში ფინიშს ვერ მიაღწია, 4 წრით ადრე ძრავი დაუზიანდა, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი რბოლა ჩაატარა, რომლის განმავლობაშიც, გაცილებით გამოცდილი პილოტის მსგავსად, რამდენიმე გასწრება შეასრულა. აქაც ქულებში იყო - მერვე ადგილის რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ტექნიკამ ამის საშუალება არ მისცა.
„ჩვენს თვალწინ მეგა ვარსკვლავი იბადება. ის თავისი ასაკისთვის უჩვეულოდ თავდაჯერებულია. ფერსტაპენი მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების უნარის მქონე გუნდში მანამ მოხვდება, სანამ ოცის გახდება. ჩემი აზრით, ის სენას და შუმახერის მონაცემებს ავლენს. ის პატარა ბიჭია, მაგრამ გამოცდილი მრბოლივით აზროვნებს. ის ძალიან გაწონასწორებულია. რა თქმა უნდა, შეცდომებსაც დაუშვებს, მაგრამ მთავარია, რომ არის სწრაფი და გამოუცდელობის არაფერი ეტყობა“, - ასე ახასიათებს ბრანდლი მაქს ფერსტაპენს, ვისი მამა, იოს ფერსტაპენი, ასევე ფორმულა ერთის მრბოლი იყო და ერთ დროს, „ბენეტონში“ მიხაელ შუმახერს უწევდა პარტნიორობას.

No comments:

Post a Comment