დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, April 2, 2015

„ფერარი“ „უილიამსზე“ გაცილებით სწრაფია

Williams duo admit Ferrari a lot quicker
2 აპრილი
„უილიამსის“ მრბოლები, ვალტერი ბოტასი და ფელიპე მასა აღიარებენ, რომ მათს გუნდს ბევრი მუშაობა მართებს იმისათვის, რომ „ფერარის“ დაწევა შეძლოს. ბევრი მოელოდა, რომ ამ სეზონში „უილიამსი“ „ფერარისთან“ ერთად ეცდებოდა „მერსედესის“ დაწევას, მალაიზიაში „სკუდერიას“ სებასტიან ფეტელმა გაიმარჯვა, რომელმაც „უილიამსელები“ 70 წამზე მეტით ჩამოიტოვა. უფრო მეტიც, ისინი კიმი რაიკონენმაც დაამარცხა, რომელსაც რბოლის დასაწყისში ბორბალი გაისკდა და ამაზე ბევრი დრო დაეკარგა.
„ჩვენ ყველაფერს უნდა დავაკვირდეთ, რადგან აშკარაა, რომ მათ ჩვენზე გაცილებით მეტ პროგრესს მიაღწიეს. ამიტომ თუ მათთან პაექრობა გვსურს, მაშინ ბევრი უნდა ვიმუშაოთ. ამჯერად ისინი გაცილებით სწრაფები არიან“, - ბოტასი, ვინც სეპანგის რბოლა მეხუთე ადგილზე დაასრულა.
მასაც აღიარებს, რომ „ფერარიმ“ გაცილებით წინ წაიწია, ვიდრე „უილიამსმა“: „რაც შეგვეძლო, უკეთესი ადგილები დავიკავეთ. ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გუნდს ქულები მოვუპოვეთ. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩვენს წინ მყოფი ბიჭები, ჩვენზე გაცილებით სწრაფები არიან და საბურავებსაც უკეთ იყენებენ. ვფიქრობ, ისინი ბრწყინვალედ მოემზადნენ“.
მასა დასძენს: „მათ უფრო მეტად მოუმატეს. მათ წინა რბოლაშიც უკეთესი მანქანა ჰქონდათ. მართალია, ჩვენ ის რბოლა მათზე წინ დავიწყეთ, მაგრამ მათი მანქანა უკეთესი იყო. აქ კი რბოლაში ჩვენზე გაცილებით უკეთესი მანქანით იასპარეზეს. შესანიშნავი რბოლა იყო და არავინ ელოდა, რომ მას სებასტიანი მოიგებდა. ჩვენ რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ და მომავალში უფრო მეტსაც ვეცდებით. მუშაობას ვაგრძელებთ“.

No comments:

Post a Comment