დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, April 14, 2015

„სუზუკი ვიტარას“ ორიგინალური სარეკლამო რგოლი

The First 2015 Suzuki Vitara TV Commercial Is Pretty Funny
14 აპრილი
ქალაქი საზეიმოდაა მორთული, ხალხი ქუჩებშია გამოფენილი, მთავარ ქუჩაზე ლურჯი და ფორთოხლისფერი დროშები ფრიალებს, ირგვლივ მხიარულებაა. ყველა ვიღაცის მოლოდინშია. დაახლოებით ასეა ხოლმე, როცა ტურ დე ფრანსის პელოტონი ფინიშს უახლოვდება, ან პამპლონაში ხარების ქუჩაში გარბენი ეწყობა, ან ქალაქი თავის საყვარელ საფეხბურთო გუნდს დახვედრას უწყობს დიდი გამარჯვების აღსანიშნად.
მაგრამ აქ რა ხდება? ხარების ნაცვლად, ქუჩაში კოხტა, კომპაქტური ქროსოვერების ქარავანი შემოდის. ესენი ლურჯ და ფორთოხლისფერში შეღებილი ავტომობილებია, რომლებსაც ქალაქი მოუთმენლად ელოდა. და მის მოსვლას ასე ზეიმით შეხვდა. ეს არის უახლესი, მეოთხე თაობის „სუზკი ვიტარას“ პირველი სატელევიზიო სარეკლამო რგოლი, რომელიც იაპონურმა კომპანიამ ახლახანს გამოუშვა.
იაპონურმა კომპანიამ ახალი „ვიტარას“ მსოფლიო პრემიერა პარიზის შარშანდელ მოტორ შოუზე ჩაატარა. ეს არის სრულიად ახალი ავტომობილი, რომლის წარმოებაც, „სუზუკი მადიარის“ ესტერგომის ქარხანაში მარტში დაიწყო. ახალი ავტომობილი, სრულიად ახალ, ალუმინისგან დამზადებულ მოდულურ პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელსაც კომპანია თავის სხვა მოდელებზეც გამოიყენებს. „სუზუკის“ სამოდელო გამაში, ახალი „ვიტარა“ მოდლ „S-ქროსს“ შეცვლის, რომლის უშუალო შთამომავალმა „SX4 S-ქროსმა“ ერთი სეგმენტით მაღლა დაიკავა ადგილი.
ახალი „ვიტარა“ თავის უფროს ნათესავ „SX4 S-ქროსზე“ 125 მილიმეტრით მოკლეა, თუმცა მასზე მაღალი კლირენსი (185 მილიმეტრი) აქვს და შესაბამისად, ცუდ გზებს უკეთ იტანს. ახალი ავტომობილის ძრავების გამაში, ბენზინისა და დიზელის თითო ძრავი შედის. ორივე 1.6-ლიტრიანია და ორივეს სიმძლავრე 120 ცხენის ძალაა. ამასთან ბენზინის ძრავის მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 156 ნიუტონმეტრია, დიზელისა კი - 320.

No comments:

Post a Comment