დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, March 30, 2015

„ფორდის“ სიჩქარის საზრიანი შემზღუდველი

Ford's New Intelligent Speed Limiter Tech Will Either Help or Annoy You
30 მარტი
„ფორდმა“ ახალი, ნახევრად ავტომატური მოწყობილობა შეიმუშავა, რომელიც მძღოლს ბევრი არასასურველი სიტუაციისგან დაიხსნის. მოწყობილობას „სიჩქარის საზრიანი შემზღუდველი“ ეწოდება. ის სპეციალური კამერის დახმარებით, სიჩქარის შეზღუდვის საგზაო ნიშნებს კითხულობს და ავტომატურად ანელებს ავტომობილს, რითაც მის მფლობელს საჯარიმო ჩეკების მიღებისგან დაიცავს.
იმისათვის, რომ სისტემა ამუშავდეს, მძღოლმა ის ჯერ უნდა გაააქტიუროს. შესაბამისი ღილაკი საჭის რგოლზეა მოთავსებული. კრუიზ კონტროლის მსგავსად, გააქტიურებული სისტემა, საგზაო ნიშნის წაკითხვის შემდეგ, ავტომობილის სიჩქარეს, ნიშანზე გამოსახული შეზღუდვის შესაბამისად უწესებს ლიმიტს. თუ ავტომობილი ამ ლიმიტის გადამეტებას „ცდილობს“, სისტემა მას ავტომატურად ანელებს. ამისათვის კი მუხრუჭებს კი არ იყენებს, ძრავისთვის არამედ საწვავის მიწოდებას ზღუდავს.
როგორც კი სიჩქარის ლიმიტი გაიზრდება, სისტემა თავის ლიმიტსაც გაზრდის. ამ დროს, აჩქარება შესაძლებელი იქნება. თუ ავტომობილი დაღმართში მოძრაობისას, მაინც გადალახავს ლიმიტს, მაშინ ჩაირთვება ხმოვანი სიგნალი, რომელიც მძღოლს ამის შესახებ ამცნობს და მას მუხრუჭების გამოყენებისკენ მოუწედებს. იმ შემთხვევაში, თუ გზაზე სიჩქარის შეზღუდვის ნიშნები არაა, „სიჩქარის საზრიანი შემზღუდველი“ თავისით დაუკავშირდება სანავიგაციო სისტემას, საიდანაც საჭირო ინფორმაციას მიიღებს და სიჩქარეს საჭირო დონეზე ზღუდავს. ცისფერი ოვალი ამბობს, რომ სისტემა 30-დან 195 კმ/სთ სიჩქარის დიაპაზონში მოქმედებს.
ამ ეტაპზე, „ფორდი“„სიჩქარის საზრიან შემზღუდველს“ მხოლოდ მინივენ „S-მაქსზე“ იყენებს. მალე კი იგივე სისტემას სხვა მოდელებზეც დააყენებენ.

No comments:

Post a Comment