დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, February 21, 2015

მასა ამბობს, რომ FW37 წინამორბედზე უკეთესია

Massa says new Williams stronger than FW36
21 თებერვალი
ფელიპე მასა დარწმუნებულია, რომ „უილიამსის“ ახალი ბოლიდი FW37 უკეთესი მანქანა, ვიდრე გასული სეზონისა, რომლითაც ბრიტანული ტიტულოვანი გუნდი, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, მოწინავეთა რიგებს დაუბრუნდა. თუმცა ამის მიუხედავად, ის მაინც პროგნოზისგან თავს იკავებს, რადგან არ იცის, რამდენად წინ წაიწიეს კონკურენტებმა.
„აშკარაა წინა მანქანასთან შედარებით გაუმჯობესება. განსაკუთრებით იმ ნაწილებში, სადაც ჩვენ მოვისუსტებდით. ეს კარგია. მანქანა კარგად მუშაობს, მაგრამ ჯერ ადრეა იმაზე ლაპარაკი, სხვებთან შედარებით სად ვართ. ჩვენ ვცდილობთ, ავსტრალიამდე რაც შეიძლება მეტი სიახლე გამოვცადოთ. ამ მხრივ, ჯერაც ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. და როცა ყველაფერი ადგილზე იქნება, მერე შეიძლება დავინახოთ, რამდენად კარგად ვართ ახალი სეზონისთვის მომზადებული“, - ამბობს მასა.
ბრაზილიელი დარწმუნებულია, რომ სეზონის პირველ რბოლამდე, მანქანა კიდევ უფრო უკეთესი გახდება: „მანქანას კარგი პოტენციალი აქვს. მაგრამ მის შესაძლებლობებს რეალურად მხოლოდ მაშინ შევაფასებთ, როცა ტრასაზე მყოფ ყველა მანქანას თანაბარი რაოდენობის საწვავი ექნება ჩასხმული და ერთნაირ საბურავებს დააყენებენ. მერე წრის გავლის დროებზე დაკვირვებას აზრი მიეცემა. ჩემი აზრით მაშინაც, როცა მანქანა მოგწონს, შეიძლება ისე მოხდეს, რომ სხვებმა გაცილებით სწრაფად შეძლონ წრის გავლა. არამგონია, ახლა ასე მოხდეს. თუმცა რამდენად კარგად ვართ მომზადებული, ამას მხოლოდ ავსტრალიაში რბოლის შემდეგ გავიგებთ. მე ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება“.

No comments:

Post a Comment