დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, February 8, 2015

არივაბენე ორ გამარჯვებას უმიზნებს

Arrivabene targets two wins for Ferrari in 2015
8 თებერვალი
„ფერარის“ ახალი შეფი მაურიციო არივაბენე თავის გუნდს მოკრძალებულ მიზანს უსახავს და ამბობს, რომ ახალ სეზონში ორი გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, კმაყოფილი დარჩება. იტალიურმა გუნდმა გასული სეზონი მეტისმეტად წარუმტებლად ჩაატარა და გამარჯვების გარეშე დაასრულა, რაც ბოლო 21 სეზონში პირველად მოხდა.
არივაბენე ამბობს, რომ მისი მიზანი, გასული წარუმატებელი სეზონის შემდეგ, რეალისტურია: „არავის შესწევს იმის უნარი, შეცვალოს ისეთი რამ, რისი შეცვლაც შეუძლებელია. მანქანა უკვე დეკემბერში იყო მზად, რის შემდეგაც, მის მოდიფიკაციებზე დავიწყეთ მუშაობა. ჩვენი აზრით, ეს მოდიფიკაციები საკმაოდ საინტერესოა. მე არ მინდა იმის თქმა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასამარჯვებლად ბრძოლას შევძლებთ, მაგრამ ორი რბოლის მოგება შეუძებელი არ უნდა იყოს“.
არივაბენე ამბობს, რომ წინამორბედთან შედარებით, SF-15T წინ გადადგმული ნაბიჯია, განსაკუთრებით კი ეს გარეგნობას ეხება: „ენცო ფერარიმ დიდი ხნის წინათ თქვა, რომ საუკეთესო მანქანა ისაა, რომელიც რბოლებს იგებს. გასულ სეზონში ჩვენ მახინჯი მანქანა გვქონდა. და ყველაფერთან ერთად, მას გამარჯვების უნარიც აკლდა. ესთეტიკურობის მხრივ, ახალი მანქანა სექსუალურად გამოიყურება, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რისი უნარი ექნება რბოლებში“.

No comments:

Post a Comment