დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, February 19, 2015

საპოლიციო გზაგადამჭრელი „ფორდ ექსპლორერის“ ბაზაზე

Ford Unveils Explorer-Based 2016 Police Interceptor Utility
19 თებერვალი
მოდელ „ექსპლორერის“ განახლების შემდეგ, „ფორდმა“ მის ბაზაზე დამზადებული უგზოობის საპოლიციო მოდელი „პოლის ინტერსეპტორიც“ გადაახალისა. ავტომობილს, რომლის პრემიერაც ჩიკაგოს ავტო შოუზე გაიმართა, განახლებული დიზაინი და მაჩვენებლების დაფა აქვს. გაუმჯობესდა ელექტრონული სისტემა, მუხრუჭები. საკიდარი მძიმე დატვირთვებზეა გათვლილი. რაც მთავარია, ავტომობილის ძირითადი ცვლილებები პოლიციისთვის საჭირო სპეციფიკური მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდა.
„პოლის ინტერსეპტორი“ ცისფერი ოვალის ჩიკაგოს ქარხანაში მზადდება. მას გააჩნია სამეთვალყურეო რეჟიმის სისტემა, რომლის მუშაობის დროსაც, მძღოლი გაფრთხილებას მიიღებს, თუ მანქანას ვინმე ან რამე უკნიდან მიუახლოვდება. გარდა ამისა, უცხო მოძრავი სხეულის დაფიქსირების შემდეგ, მძღოლის ფანჯარა აიწევა და ყველა კარი ავტომატურად ჩაიკეტება.
გარდა ამისა, სალონის წინა ნაწილში განლაგებულია უკან კარის ჩამკერი, რომლის გაღების შემთხვევაშიც, კარი 45 წამის განმავლობაში, განბლოკილია. ეს დრო საკმარისია იმისათვის, რომ მგზავრი ან მძღოლი გადავიდეს და საბარგლის კარი გააღოს. თუ ამას არ იზამს, ის ისევ ჩაიკეტება. სტანდარტულ ეკიპირებაში ასევე შევიდა უკანა ხედვის კამერა, რომლის მიერ მიღებულ გამოსახულებასაც ცენტრალურ კონსოლზე განლაგებულ 4.0-დუიმიან ეკრანზე ნახავთ. ოპციის სახით ასევე შესაძლებელია კამერისგან მიღებული გამოსახულებისთვის ეკრანის შიდა სარკეზე ინტეგრირება.
საპოლიციო ავტომობილის ძირითადი ძრავია 3.7-ლიტრიანი V6, რომელიც 304 ცხენის ძალას და 378 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. გარდა ამისა, პოლიციელებს სერია ეკობუსტის 3.5-ლიტრიან V6 ძრავსაც შესთავაზებენ, რომელიც 365 ცხენის ძალას და 474 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ყველა „პოლის ინტერსეპტორის“ სტანდარტულ აღჭურვილობაში სრულ ამძრავიანი ტრანსმისია შევა.
ორივე ძრავის შემთხვევაში, მათთან წყვილში 6-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი მუშაობს. ამ კოლოფის თავისებურება ისაა, რომ მას დევნის რეჟიმი აქვს. ეს რეჟიმი სპეციალურად სამართალდამცავი სტრუქტურებისთვისაა შემუშავებული და მხოლოდ პოლიციის ავტომობილებზე გამოიყენება. როცა ავტომობილი ეკონომიურ რეჟიმში გადაადგილდება და რადარი აგრესიულ მოძრაობას დააფიქსირებს, დევნის რეჟიმი ავტომატურად ამოქმედდება.
გარდა ამისა, ტრანსმისიის ელექტრონკას აქვს ფუნქცია, რომელიც მძღოლს ეგრეთ წოდებული „პოლიციური მობრუნების“ მანევრის შესრულების საშუალებას აძლევს. ამ დროს, ავტომობილი ზუსტად 180 გრადუსით მოტრიალებას ახერხებს, რაც მძღოლს დაუყოვნებლივ აჩქარების დაწყების საშუალებას აძლევს. თანაც მას მანქანის ტრაექტორიის გასწორება აღარ მოუწევს.

No comments:

Post a Comment