დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, February 28, 2015

„ლექსუს“, გამოუშვი ეს ავტომობილი

This Is Lexus' New LF-SA Subcompact Concept
28 თებერვალი
„ლექსუსმა“ იმ კონცეპტუალური სუბკომპაქტური საქალაქო ჰეჩბეკის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელსაც ჟენევის მოტორ შოუზე წარადგენს. ამ სამკარიანი ავტომობილის სახელია LF-SA და როგორც ფოტოებიდან ჩანს, ის საკმაოდ აგრესიული გარეგნობით გამოირჩევა.
ნომინალურად, LF-SA ჰეჩბეკია, თუმცა დიდ შეცდომას არ დაუშვებთ, თუ იტყვით, რომ ეს ქროსოვერი, ან თუნდაც კუპეა. მის გარეგნობაში ყურადღებას დაკუთხვილი ფორმები იქცევს, რომელთა მიუხედავად, ის მაინც ელეგანტურად გამოიყურება. მთავარი ისევ სტილიზებული L-ის მსგავსი ფორმებია, რაც „ლექსუსის“ სტილის მთავარი დამახასიათებელი ნიშანია.
„ლექსუსი“ განმარტავს, რომ ამ კონცეპტში, დიზაინის ახალი ტრენდების ძიებისა და ახალი ტერიტორიების (სეგმენტების) ათვისების მცდელობაა ასახული. „ეს კონცეპცია ჩაფიქრებულია, როგორც მდიდრული, მძღოლზე ორიენტირებული ავტომობილი. ის მომავალი მსოფლიოსთვისაა განკუთვნილი, რომელიც ტექნოლოგიებსა და ვირტუალურ გამოცდილებაზე იქნება დამოკიდებული“.

კონცეპტუალურ ავტომობილზე კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, ეს მომავალი სერიული სუბკომპაქტური ჰეჩბეკის წინამორბედია, რომელიც გამაში CT200h-ზე დაბლა დაიკავებს ადგილს.

No comments:

Post a Comment