დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, February 25, 2015

ბრიტანული „ვულკანი“

Aston Martin's New Vulcan Is Britain's 2nd Answer To LaFerrari FXX K
25 თებერვალი
სატრეკო ექსტრემალური სუპერ ავტომობილების კოჰორტას მალე კიდევ ერთი მონსტრი შეემატება - „ვულკანი“, ასე ჰქვია „ასტონ მარტინის“ სრულიად ახალ ავტომობილს, რომელმაც თავისი შესაძლებლობებით კონკურენცია თვით „მაკლარენის“ სატრეკო P1 GTR-ს და „ფერარის“ ასევე სატრეკო „ლაფერარი FXX K-ს“ უნდა გაუწიოს. ბრიტანული კომპანია მხოლოდ 24 ცალ „ვულკანს“ დაამზადებს, ოღონდ მის ფასზე ჯერ არაფერს ამბობს.
„ვულკანი“ კაბრონის კომპოზიტისგან დამზადებულ იმ პლატფორმაზეა აწყობილი, რომელიც „ასტონ მარტინმა“ მოდელ „ვან-77-სთვის“ შეიმუშავა. მათ ბორბლებს შორის ბაზაც საერთო აქვთ - 2 791 მილიმეტრი. ბაზაში, ოღონდ სალონის წინ, 7.0-ლიტრიანი V12 ატმოსფერული ძრავის ყველაზე მძლავრი ვერსია განლაგდა, რომელიც ავტომობილი 800-ზე მეტი ცხენის ძალით.
ძრავისგან მოშრებით, ასევე ბაზაში, ოღონდ მის უკანა ნაწილში განლაგდა 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი „Xტრეკი“, რომელიც მამოძრავებელი ძალით უკანა ბორბლებს ამარაგებს. ამ ბორბლებს შორის მომენტის განაწილებას გაზრდილი ხახუნის დიფერენციალი უზრუნველყოფს. ძრავსა და კოლოფს შორის კავშირს კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული კარდანის ლილვი უზრუნველყოფს, რომელიც გრეხვისადმი მედეგობით, ფოლადისას თითქმის ხუთჯერ აღემატება. ამასთან ის მაგნიუმისგან დამზადებულ მილშია მოთავსებული.
ავტომობილის საკიდარი სარბოლო ავტომობილების სტილშია შესრულებული, სისტემა მიმწოლ ბერკეტიანია (პუშ-როდ), რეგულირებადი ამორტიზატორებით და განივი მდგრადობის სტაბილიზატორებით. მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემას პილოტი არეგულირებს. ასევე ცვალებადი მახასიათებლები აქვს ტრექშნ კონტროლს. მუხრუჭები „ბრემბოს“ წარმოებისაა, რომლებიც სარბოლო, კარბონ კერამიკული დისკოებითაა დაკომპლექტებული. მათგან წინების დიამეტრი 380 მილიმეტრია, უკანბისა კი - 360. როგორც „ასტონ მარტინი“ამბობს, „ვულკანი“ FIA-ს სარბოლო ავტომობილების უსაფრთხოების მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
იმის გამო, რომ „ვულკანი“ არ არის ჩვეულებრივი სპორტული სუპერ ავტომობილი, ბრიტანული კომპანია მის მყიდველს ტრეკზე ექსტრემალური მართვის ტრენინგს ჩაუტარებს, რომელსაც სპეციალური პროგრამის შესაბამისად, გამოცდილი ინსტრუქტორები გაუძღვებიან. მათ შორის იქნება ლე მანის ორგზის გამარჯვებული (GT1 კლასში) დერენ ტერნერი.

„ასტონ მარტინ ვულკანის“ მსოფლიო პრემიერა ჟენევის მოტორ შუზე გაიმართება.

No comments:

Post a Comment