დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, February 2, 2015

„ლენდ როვერმა“ ჩინეთში ადგილობრივი წარმოების „ევოუკის“ გაყიდვა დაიწყო

Locally manufactured Range Rover Evoque to go on sale from February 1 – China
2 თებერვალი
„ლენდ როვერმა“ ჩინეთის ბაზარზე, ადგილობრივ პარტნიორ „ჩერისთან“ ერთად წარმოებული კომპაქტური ხუთკარიანი მოდელის, „რეინჯ როვერ ევოუკის“ გაყიდვა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ „ევოუკის“ გლობალური გაყიდვების მესამედი სწორედ ცისქვეშეთზე მოდის, ამასთან იქ უფრო მეტად ხუთკარიან ვერსიებს ეტანებიან. ამიტომ, ჩანგშუს ქარხანა სწორედ ხუთკარიან „ევოუკს“ აწარმოებს, ნაკლებად პოპულარული სამკარიანი „ევოუკი“ კი ჩინეთში ისევ ბრიტანეთიდან შევა.
ჩინელ მყიდველს, ჩინეთში წარმოებულ „ევოუკს“ სამი ვარიანტის სახით შესთავაზებენ. საბაზისო ვარიანტის ეკიპირებაში შევა „ლენდ როვერის“ სისტემა „ტერეინ რესპონსი“, ინფოტაინმენტ სისტემა 8.0-დუიმიანი სენსორული ეკრანით, მძღოლის და მგზავრების 8 მიმართულებით რეგულირებადი სავარძლები, პანორამული სახურავი და პარკირების სენსორები, რომლებიც წინა და უკანა ბამპერებზეა განლაგებული.
მეორე ვარიანტის ეკიპირებაში, ჩამოთვლილის გარდა, „მერიდიანის“ წარმოების 825 ვატი სიმძლავრის აკუსტიკური სისტემა, წინა ადაპტირებადი ფარები, უხილავი ზონების კონტროლის სისტემა შევა. ტოპ ვარიანტის შემთხვევაში კი ავტომობილი 20-დუიმიან ბორბლებზე დადგება, მძღოლის და მგზავრების სავარძლები კი 10 მიმართულებით რეგულირებადია.
ჩინური „ევოუკი“, „ფორდის“ წარმოების, სერია ეკობუსტის, 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ბენზინის ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 240 ცხენის ძალას და 340 ნიუტონმეტრს ავითარებს. მასთან დაკავშირებულია 9-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი, რომელიც „ლენდ როვერის“ წარმოების სრულ ამძრავიანი ტრანსმისიის მეშვეობით, მამოძრავებელ ძალას ოთხივე ბორბალს აწვდის.
აღსანაშნივია, რომ ჩანგშუს ქარხანა მალე „იაგუარ ლენდ როვერის“ კიდევ ორი ავტომობილის - „ლენდ როვერ დისქავერი სპორტის“ და „იაგუარ XE-ს“ წარმოებას დაიწყებს.

No comments:

Post a Comment