დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, February 12, 2015

„ასტერიონი“ შესაძლოა „ლამბორგინის“ მომავალ სტილს გვიჩვენებს

Asterion May Preview More Elegant, Less Extreme Design for Future Lamborghinis
12 თებერვალი
„ლამბორგინი“ ყველაზე აგრესიული გამომეტყველების მქონე ავტომობილების წარმოებითაა ცნობილი და შესაძლოა. ეს განსაკუთრებით მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც „ხარების“ ავტომობილების გარეგნობაში, „სტელსის“ სტილი გამოჩნდა. ერთჯერადი „ეგოისტა“ აგრესიული სტილის ნამდვილი გვირგვინი გახდა. მაგრამ ახლახანს, კერძოდ კი პარიზის შარშანდელ მოტორ შოუზე, იტალიურმა კომპანიამ კონცეპტუალური „ასტერიონი“ გვიჩვენა, რომელიც თავისი რბილი ფორმებით და კომპანიის წარსულთან უხილავი კავშირითაა გამორჩეული.
„ლამბორგინიმ“ პარიზში გამოაცხადა, რომ „ასტერიონი“ ის კონცეპტია, რომლის სერიულ წარმოებასაც არ აპირებს. იმავდროულად კი აღიარა, რომ ახალი სტილის ძიების პროცესშია და შესაძოა, „ასტერიონში“ მომავალი  სტილის ელემენტებსაც ვხედავთ. ნებისმიერ შემთხვევაში, დიზაინის და აღჭურვილობის მხრივ, „ასტერიონი“ ექსპერიმენტული ავტომობილია.
„ჩვენ გვჭირდება იმის გაგება, შეგვიძლია თუ არა ჩვენს მომავალში ახალი ფანჯრის გაღება, რომელიც ნაკლებად ექსტრემალურ და უფრო ელეგანტურ ჩვენს ავტომობილებს დავინახავთ“, - გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპთან“ საუბრისას განაცხადა „ლამბორგინის“ დიზაინის შეფმა ფილიპო პერინიმ, ვისი თქმითაც, „ასტერიონი“ უფრო იმ სტილის ავტომობილია, როგორებსაც სანტ’აგატა ბოლონეზელები თავიდან აწარმოებდნენ. ასეთები იყო 350GT, „ესპადა“ „ჯალპა“ და „ურაკო“. და რა თქმა უნდა, ლეგენდარული „მიურა“, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი ულამაზესი „ლამბოა“.
რაც მთავარია, პერინი დასძენს, რომ მისი კომპანიის დღევანდელი სტილისთვის შეუფერებელი კონცეპტის ჩვენება სულაც არ ნიშნავს, რომ „ლამბო“ აგრესიულ სტილზე უარს ამბობს: „ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ექსტრემალური სუპერ ავტომბილების წარმოებას. მაგრამ ჩვენი მიზანია გავიგოთ, „ასტერიონის“ სტილი ჩვენთან განსხვავებული გემოვნების მომხმარებლებს თუ მოიზიდავს“.

No comments:

Post a Comment