დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, February 17, 2015

„ფერარის“ ხედვა ფ1-ის მომავლის ბოლიდზე

Ferrari reveals its concept for the future of Formula 1 cars
17 თებერვალი
„ფერარიმ“ ფორმულა ერთის უჩვეულო ავტომობილის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც იმ ხედვას ასახავს, თუ როგორი იქნებოდა ფ1-ის ავტომობილები, ტექნიკური აკრძალვების მნიშვნელოვნად შემცირების შემთხვევაში. ეს თემა ამჟამად აქტუალურია - დღეს ჟენევაში ფ1-ის კომისიის შეხვედრა გაიმართება, რომელზეც მომავლის რეგლამენტს განიხილავენ. საყოველთაო აღიარებით, დროა, ფ1-ში ტექნიკური რეგლამენტი „გაათავისუფლონ“, რაც ავტომობილების სიჩქარეს გაზრდის და რბოლებს უფრო სანახაობრივს გახდის.
„ფერარიში“ თვლიან, რომ არაა საჭირო არც მანქანის სიგანის, არც საბურავების ზომის და ძრავის ლიტრაჟის შეზღუდვა. მარანელოელებს ამ ფოტოებით სურთ გვიჩვენონ, თუ რამდენად რადკალურად შეცვლის თავისუფალი ტექნიკური რეგლამენტი ფორმულა ერთის ავტომობილებს, რომლებიც იმავდროულად, ერთმანეთსაც ნაკლებად დაემსგავსება.
კონცეპცია, რომელიც ფოტოების სახითაა წარმოდგენილი, „ფერარის“ დიზაინის სტუდიამ, ფ1-ის აეროდინამიკის დეპარტამენტთან ერთად შეიმუშავა. პროექტის ავტორთა თქმით, ეს არის მომავლის ბოლიდი, რომელიც ახლანდელი რეგლამენტის ძირითად კონცეპციასაც შეესაბამება. მასში ყურადღებას ორმაგი წინა ანტი ფრთა, მარტივი და დიდი ზომის უკანა ანტი ფრთა და ბევრი სხვა, უცნაური გადაწყვეტა იქცევს.
სხვათა შორის, ამ კონცეპციის გამოქვეყნებამდე, თავიანთი მომავლის ბოლიდების კონცეპციები „მაკლარენს“ და „რედ ბულსაც“ შეუმუშავებიათ, მაგრამ მათ თავიანთი ხედვა მხოლოდ მეტოქე გუნდებს და სტრატეგიულ ჯგუფს გაუზიარეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათი კონცეპციები ისეთივე რადიკალურობით არ გამოირჩევა, როგორც მარანელოელებისა.

No comments:

Post a Comment