Mercedes spent €250 million to win Formula One
titles last year
6 თებერვალი
"დაიმლერის" შეფი დიტერ ცეტშე და ლუის ჰამილტონი |
ფორმულა ერთში წარმატებას სისწრაფე, საზრიანობა, შრომისმოყვარეობა,
მიზანმიმართულება, ტექნოლოგიური შესაძლებლობები და უზარმაზარი თანხები სჭირდება.
ბოლო ფაქტორი ერთ-ერთი გადამწყვეტია. ამ მხრივ, გამონაკლისი არც გასული სეზონი
ყოფილა, რომელიც „მერსედესმა“ ორი ტიტულის მოპოვებით დააგვირგვინა. ეს ყველაფერი
კი გერმანული ავტოგიგანტის გუნდს250 მილიონი ევრო დაუჯდა.
გერმანული გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ გვახსენებს
სამქიმიანების მიერ მწვერვალებისკენ განვლილ გზას. ფ1-ში დაბრუნებიდან პირველი 15 სეზონი
„მაკლარენთან“ ერთად გაატარა და ამ დროის განმავლობაში, პილოტების სამი და
კონსტრუქტორების ერთი ტიტული მოიპოვა. ამის შემდეგ, „მერსედესის“ მოტორსპორტის
შეფმა ნორბერტ ჰაუგმა, „დაიმლერის“ ხელმძღვანელობა დაარწმუნა იმის მიზანშეწონილებაში,
რომ მათ „ბრაუნ GP“ (ყოფილი ჰონდა) გამოესყიდათ და მის ბაზაზე, საკუთარი გუნდი
შეექმნათ.
„ბრაუნი“ და მისი პილოტი ჯენსონ ბატონი, 2009 წელს
ჩემპიონები გახდნენ, რისი წყალობითაც, გუნდმა ფ1-ის კომერციული შემოსავლებიდან
სოლიდური წილი მიიღო. გარდა ამისა, დიდი იყო სპონსორებისგან მიღებული თანხაც.
ამიტომ, სამქიმიანების ბიუჯეტი პირველ სეზონში 153 მილიონი ევრო იყო. მომდევნო სეზონებში,
ფ1-ის სატელევიზიო და სარეკლამო შემოსავლებიდან „მერსედესს“ წილი შეუმცირდა, პარალელურად
კი ბიუჯეტიც გაზარდა, რაც პირველ რიგში, შტატის გაზრდამ (როს ბრაუნის და ნიკი
ლაუდას დამსახურებაა) გამოიწვია.
2012
წელს ბიუჯეტი 200 მილიონ ევრომდე გაიზარდა, 2013 და 2014 წლებში კი 250 მილიონ
ევროს მიაღწია. გერმანული კომპანიისთვის იღბლად, გაღებულმა ინვესტიციებმა სასურველი
შედეგების მოტანა დაიწყო, რაც გასულ სეზონში ტრიუმფით დაგვირგვინდა. 2013 წლის სეზონში,
კონსტრუქტორთა პირველობაზე დაკავებული მეორე ადგილისთვის, ბერნი ეკლსტოუნის
კანტორამ „მერსედესის“ გუნდს 74 მილიონი ევრო გადაუხადა, რამაც გასულ სეზონში, გუნდის
ბუჯეტის თითქმის მესამედი შეადგინა.
და ეს ყველაფერი არაა. 2009 წლიდან მოყოლებული,
მალაიზიური ნავთობკომპანია „პეტრონასი“, რომელიც გუნდის სატიტულო სპონსორია, ყოველ
სეზონში მის ბიუჯეტს 30 მილიონი ევროთი ავსებს. ამას ემატება ათეულობით მილიონი
სხვა სპონსორებისგან და გამოდის, რომ „დაიმლერის“ ხარჯი სეზონში დაახლოებით 100
მილიონს აღწევს. ამის სანაცვლოდ, გერმანული გიგანტი უზარმაზარ რეკლამას და შესაშურ
ავტორიტეტს ღებულობს...
No comments:
Post a Comment