დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, January 7, 2015

ძველი „დიფენდერის“ წარმოება შეიძლება გაგრძელდეს

Land Rover Defender could stay in production 'overseas'
7 იანვარი
„ლენდ როვერი“ მალე „დიფენდერის“ წარმოებას გააჩერებს, რადგან ეს ავტომობილი ვეღა აკმაყოფილებს ევროპული ბაზრის სტანდარტებს. მისი შემცვლელი კი ბაზარზე მოგვიანებით გამოჩნდება. და არაა გამორიცხული, რომ ამის შემდეგაც, ბრიტანულმა კომპანიამ ლეგენდარული ავტომობილის წარმოება გააგრძელოს. ოღონდ, ეს აუცილებლად ევროპის ფარგლებს გარეთ მოხდება და უცხოეთში გამოშვებული „დიფენდერი“ ევროპის ბაზარზე არ გაიყიდება.
კომპანიის განცხადებით, ამჟამად „ლენდ როვერი“ ძველი „დიფენდერის“ ევროპის გარეთ წარმოების მიზანშეწონილებას განიხილავს. ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც ბრიტანეთში მისი წარმოება შეწყდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ავტომობილს ძალიან მცირე რაოდენობით გამოუშვებენ და ის განვითარებად ქვეყნებში გაიყიდება.
ჯერჯერობით არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ სად შეიძლება გამოუშვან ახლანდელი „დიფენდერი“. თუმცა ამის ყველაზე დიდი შანსი ინდოეთს აქვს. თუნდაც იმიტომ, რომ „იაგუარ ლენდ როვერი“ ინდური „ტატა მოტორსის“ კუთვნილებაა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ „დიფენდერის“ წარმოება ბრიტანეთშიც კი მცირედ ავტომატიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მის თვითღირებულებაში, შრომის წილი ძალიან მაღალია. ინდოეთში კი დაბალი ხელფასებია, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ ავტომობილის წარმოება, მის თვითღირებულებას შეამცირებს.
გარდა ამისა, ნახევრად ხელით წარმოება იმას ნიშნავს, რომ „დიფენდერის“ წარმოების გადატანა სწრაფად და იაფად მოხდება, რაც ასევე ავტომობილის გასაყიდ ფასზე დადებითად აისახება. სამწუხაროდ, ასეთი ავტომობილი ევროპაში არანაირი სახით არ შევა. იყო ვარაუდი, რომ ძველ კონტინენტზე ასეთ ავტომობილების კიტ კომპლექტების სახით რეალიზება იქნებოდა შესაძლებელი, თუმცა „ლენდ როვერი“ ამას გამორიცხავს.

No comments:

Post a Comment