დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, January 4, 2015

დაკარი დაიწყო და ჩემპიონი უკვე ტიტულს დაემშვიდობა

The first winners of the first day at Villa Carlos Paz
4 იანვარი
დაკარის რალი-მარათონს პირველივე სპეცმონაკვეთზე არ იგებენ. მაგრამ სტარტზევე გამარჯვების დაკარგვის შანსი დიდია. სწორედ ასე მოუვიდა შარშანდელი რბოლის გამარჯვებულს ესპანეთიდან, ნანი რომას. „მინით“ მოასპარეზე ჩემპიონს, სტარტიდან რამდენიმე კილომეტრში, ავტომობილი დაუზიანდა და მის რემონტზე რამდნმე საათი დაკარგა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სასწაული თუ შეანარჩუნებინებს ტიტულს.
თუმცა, ლიდერობა მაინც „მინის“ ეკიპაჟის ხელშია. წინ ყატარელი ნასერ ალ-ატია (ფოტოზე) გაიჭრა, ვისაც დაკარი ერთხელ (2011 წელს, „ფოლკსვაგენის“ მანქანით) უკვე მოგებული აქვს. პირველ სპეცმონაკვეთზე, რომელმაც სტარტი ბუენოს აირესში აიღო და 175 კილომეტრის შემდეგ, ვილა კარლოს პაზში დამთავრდა, 22 წამით აჯობა არგენტინელ თანაგუნდელ ორლანდო ტერანოვას.
მესამე დრო კი ამერიკელ რობი გორდონს ჰქონდა, რომელიც უკვე მერამდენე წელია, უშედეგოდ იბრძვის დაკარზე გამარჯვებისთვის. ალ-ატიას ის წუთით ჩამორჩა და თავად უკან ჩამოიტოვა „ტოიოტათი“ მოასპარეზე გინიელ დე ვილიერსი. რაც შეეხება „პეჟოს“ ეკიპაჟებს, მათგან ყველაზე სწრაფი, დაკარის ორგზის ჩემპიონი კარლოს საინსი, მხოლოდ მერვე დროს დასჯერდა. თუმცა ლიდერთან მხოლოდ ორ წუთს აგებს, რაც დაკარზე პრაქტიკულად არაფერია.

No comments:

Post a Comment