დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, January 5, 2015

1956 წლის სარბოლო „კორვეტ SR-2“ 6.88 მილიონ დოლარად იყიდება

Very Rare 1956 Corvette SR-2 Race Car On Sale for $6.88 Million
5 იანვარი
რა თქმა უნდა, „ფერარის“ ლეგენდარული 250 სერიის კლასიკური ავტომობილების ფასებთან ეს ვერ მოვა, მაგრამ „შევროლესთვის“ საწყის ფასად ესეც ბევრია. თუნდა, ეს უიშვიათესი „კორვეტი“ იყოს, რომლითაც ამერიკული კომპანია გამძლეობაზე რბოლებში მონაწილეობდა. ლაპარაკია 1956 წლის სარბოლო „კორვეტ SR-2-ზე“, რომელიც სულ სამი ცალი დამზადდა და იმ სამიდან ერთიღაა შემორჩენილი.
ამ ავტომობილით, რომელსაც 6.88 მილიონ დოლარად აფასებენ, თავის დროზე, რბოლებში ჯერომ სი ერლი, „კორვეტის“ შემქმნელის, ლეგენდარული ჰარლი ერლის შვილი მონაწილეობდა. დანარჩენი ორი ავტომობილი, იმავე ჰარლი ერლის ასისტენტ ბილ მიტჩელისა და „ჯენერალ მოტორსის“ პრეზიდენტ ჰერლოუ „რედ“ კერტისისთვის დამზადდა. ამასთან, მესამე მანქანა თავიდან შოუქარის მოვალეობას ასრულებდა.
ჰარლიმ და ზორა დუნტოვმა, ვინც „კორვეტის მამის“ მეტსახელითაცაა ცნობილი, ჯერი ერლისთვის სარბოლო „კორვეტი“ 1956 წლის გაზაფხულზე დაამზადეს. სარბოლო „კორვეტით“, ჯერის მეტოქეობა თვით „ფერარის“, „იაგუარის“ და „პორშეს“ ეკიპაჟებისთვის, მოტორსპორტის უმაღლეს დონეზე უნდა გაეწია. პირველი SR-2 სერიული „კორვეტის“ ბაზაზე დაამზადეს. ავტომობილი სენტ ლუისის (შტატი მისური) ქარხნიდან „ჯენერალ მოტორსის“ სტილის სტუდიაში გადაიტანეს, რომელიც უორენში (შტატი მიჩიგანი) მდებარეობდა. იქ მისთვის ახალი ძარა დაამზადეს და შასი სარბოლო მოთხოვნების შესაბამისად გადააკეთეს.
კერძოდ, ავტომობილის ორივე სავარძლისთვის ცალკე საქარე შუშა დააყენეს, დაგრძელდა წინა ნაწილი, პარკინგის ნათურები. ძარის გვერდითა პანელები უჟანგავი ფოლადისგან დამზადდა. რა თქმა უნდა, ავტომობილი სარბოლო ყაიდის საკიდარით და მძლავრი სამუხრუჭე სისტემით აღიჭურვა.
პირველ რბოლაში მონაწილეობის შემდეგ, „კორვეტSR-2-ს“ მოდიფიკაცია ჩაუტარდა. სპეციალურად შეიმუშავეს 5.4-ლიტრიანი ძრავი, რომელიც საწვავის ფრქვევანებით აღიჭურვა. მასთან სრულიად ახალი, 4-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი დააწყვილეს. 136 კილოგრამით შემცირდა ავტომობილის წონა.

No comments:

Post a Comment