დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, January 8, 2015

„პორშე“ ფორმულა 1-ში დაბრუნებას არ აპირებს

Porsche rules out F1 project
8 იანვარი
ფორმულა ერთის ახალ გუნდ „ჰაასის“ მფლობელმა ჟენე ჰაასმა ახლახანს განაცხადა, რომ მიესალმება ფორმულა ერთში ისეთი ავტოგიგანტის გამოჩენას, როგორიც „ფოლკსვაგენია“. მისი თქმით, რბოლებში დიდი კომპანიების მონაწილეობა და მათ მიერ გუნდების ძრავებით მომარაგება, სპორტისადმი ყურადღებას კიდევ უფრო გაზრდის. ოღონდ, კონკრეტული არაფერი უთქვამს.
თუმცა, ესეც საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ „პორშეს“ კიდევ ერთხელ გამოეცხადებინა, რომ ფ1-ში დაბრუნება მის მიზნებში არ შედს. „ჩვენს გეგმებში ფ1-ში დაბრუნება არც შედიოდა და არც შევა. ჩვენთვის ლე მანი გაცილებით მიმზიდველი გარემოა. მასში სულ უფრო მეტი ავტომწარმოებელი ერთვება და კონკურენციაც ძლიერდება. რაც მთავარია, ბევრი სიახლის საგზაო ავტომობილებზე დანერგვის საშუალება გვექმნება“, - გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტთან“ საუბრისას ამბობს „პორშეს“ კვლევისა და განვითარების შტოს შეფი ვოლფგანგ ჰატცი.

No comments:

Post a Comment