დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, December 29, 2014

„სუზუკი“ ახალი „ალტოს“ „ტურბო RS“ კონცეპტუალურ ვერსიას გვიჩვენებს

This Suzuki Alto Turbo RS Concept is For Real
29 დეკემბერი
თავის ახალ კეიქარ „ალტოსთან“ ერთად, ტოკიოს საავტომობილო გამოფენაზე, „სუზუკი“ ასევე მის კონცეპტუალურ ვერსია „ტურბო RS-საც“ წარადგენს. ტოკიოს ავტო სალონი 9 იანვარს დაიწყება და სამ დღეს გასტანს. ამ ორი პატარა ავტომობილის გარდა, გამოფენაზე იაპონური კომპანიის სტენდზე კიდევ ორი კონცეპტი, პატარა მინივენ „ჰასტლერის“ ვერსიები - „როუდ ბაიკი“ და „აუტდორ სტაილი“ წარსდგება.
ისევე როგორც მისი სერიული ვერსია, კონცეპტუალური „ალტო ტურბო RS-იც“ ბენზინის 0.66-ლიტრიანი სამცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, ოღონდ ამჯერად მას პატარა ტურბინა ემსახურება. ამ ძრავის ტურბო ვერსიის მონაცემები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.
„ალტო ტურბო RS-ი“ სერიული ავტომობილისგან გარეგნულადაც განსხვავდება. ის აღიჭურვა ახალი ბამპერით, განსხვავებული ზღურბლებით. ავტომობილი 17-დუიმიან ბორბლებზე დააყენეს, რომლებიც წითლადაა შეღებილი. ამავე ფერშია გამოწყობილი წინ სპლიტერი და გარე სარკეების კორპუსებიც. თვითონ ავტომობილი ღია ნცრისფერია და მას კარის უკან დიდი წარწერა RS ამშვენებს. სალონში ჩვეულებრივი სავარძლები ნაცვლად, „რეკაროს“ სპორტული სავარძლები დააყენეს. „სუზუკი“ აცხადებს, რომ დაიხვეწა საკიდარიც.

No comments:

Post a Comment