დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, December 31, 2014

„ბეემვე i9“ - სტუდენტური პროექტი ბუნების შთაგონებით

The Wildest BMW i9 Rendering Comes from Overenthusiastic Fan
31 დეკემბერი
ვალენსიას პოლიტექნიკური უნვერსიტეტის კურსდამთავრებულმა კარლოს ალიაგა პასტორმა, თავის სადიპლომო პროექტად, კონცეპტუალური „ბეემვე i9“ შეიმუშავა, რომელზეც მუშაობის დროსაც, როგორც თავად ამბობს, შთაგონების წყაროდ ბუნება გამოიყენა. სადიპლომო ნამუშევარი კი მასშტაბური მოდელის სახით დააგვირგვინა.
ესპანელი დიზაინერის i9 ორიგინალური ფორმებით გამოირჩევა. პირველ რიგში, ყურადღებას მისი ნწილობრივ ღია ბორბლები იქცევს. ავტორმა ასევე საინტერესო გადაწყვეტა მოუძებნა რადიატორის ცხაურს, რომელიც ისევ წყვილი თირკმელის ფორმაშია შესრულებული, ოღონდ ბავარიელთა თანამედროვე ავტომობილებისგან განსხვავებული ფორმით. მათშივე ამოიკითხავთ ავტომობილის სახელს - i9-ს.
რაც შეეხება ბუნებისგან მიღებულ შთაგონებას, ავტორი „წყაროდ“ ნუშსა და უროსთავა ზვიგენს ასახელებს. ნუშს შეიძლება ავტომობილის გარშემოწერილობა მივამსგავსოთ, უროსთავა ზვიგენს კი, ავტომობილს მისი სპლიტერი ამსგავსებს, რომელიც წინა ბორბლებამდე იწელება და კიდეებში ვერტიკალურ ერთგვარ ელერონებში გადადის.
მთავარი ფარები, წინა ბორბლების ფრთოვანების ზედა ნაწილშია განლაგებული. მათი ფორმის მიხედვით შეიძლება თქმა, რომ ავტორი იქ „ბეემვეს“ ლაზერული ფარების განლაგებას აპირებს. ავტომობილის წინა ნაწილში ვერაფერს ნახევთ ისეთს, რაც შეიძლება ბამპერად მოიხსენიოთ. კოკპიტი შუშითაა დახურული. ორიგინალურად არის შესრულებული ავტომობილის უკანა ნაწილი. ბამპერის მსგავს წარმონაქმნს ვერც აქ ნახავთ. ცენტრალური ადგილი ოთხკუთხა გამოსაბოლქვს უკავია, რომლის ქვეშაც მომცრო სტოპ ფარი და დიფუზორის მსგავსი სტრუქტურა მოთავსდა.ფარებს აქაც რთული ფორმა აქვს.
რა თქმა უნდა, ეს ავტომობილი შორსაა „ბეემვეს“ კორპორატიული სტილისგან. გერმანული კომპანია ლიტერ i9-ს, ან i8S თავისი სუპერ ავტომობილისთვის გამოიყენებს, რომელიც „მწვანე“ ტექნოლოგიებით აღიჭურვება და ბაზარზე სავარაუდოდ, 2016 წელს გამოვა. მისი ძალური დანადგარის სიმძლავრე 600 ცხენის ძალის ფარგლებში მოექცევა.

No comments:

Post a Comment