დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, December 8, 2014

„ლარეა GT1 S12“ - სარბოლო პროტოტიპი ქუჩისთვის

1,260 HP Larea GT1 S12 Is Barely Street-Legal at Essen 2014
8 დეკემბერი
მოტორსპორტსა და ინჟინირინგზე სპეციალზებულმა გერმანულმა კომპანია „ფალკემ“, თავის სუპერ ავტომობილ Larea GT1-ის ექსტრემალური ვერსია, GT1 S12 ესენის მოტორ შოუზე გამოფინა. ახალი ავტომობილი, რომელიც სულ რაღაც, 980 კილოგრამს იწონის, განხლებული ძრავით აღიჭურვა, რომლის სიმძლავრეც 1260 ცხენის ძალაა. და ეს ავტომობილი ქუჩაში ექსპლუატაციისთვისაცაა სერტიფიცირებული.
„ლარეა GT1 S12“ აღჭურვილია 7.2-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც მექანიკური დამჭირხნის დახმარებით, 1 260 ცხენის ძალის გარდა, 1 600 ნიუტონმეტრსაც იძლევა. ამგვარად, ყოველ ცხენის ძალაზე, ავტომობილის მხოლოდ 0.77 კილოგრამი მოდის. ძრავან წყვილში 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი მუშაობს. ამ ტანდემის დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან ასის ასაკრეფად 2.0 წამზე ნაკლები ჰყოფნის, ორასს კი 5.0 წამში აღწევს! რამდენია მაქსიმალური სიჩქარე, ამაზე „ფალკე“ არაფერს ამბობს.
„ლარეა“ ქრომ მოლიბდენიანი ფოლადის მილებისგან შეკრულ ჩარჩოზეა ბაზირებული, რომელსაც მონოკოკური სტრუქტურა აქვს. მასზე დამაგრებულია კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული ძარა, რომლის ფორმაც აეროდინამიკურ მილშია სრულყოფილი. ავტომობილი 18-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც წინ 285/30 R18, უკან კი 335/30 R18 ზომის სარბოლო საბურავებითაა შემოსილი. ამასთან, წინა ბორბლებში „ბრემბოს“ ექვსცილინდრიანი მუხრუჭებია მოთავსებული, უკანებში კი - ოთხცილინდრიანები.
და ეს არაა მაქსიმუმი. ვისთვისაც ეს მონაცემებიც ცოტაა, „ფალკე“ მათთვის უფრო მძლავრ, ოღონდ სარბოლო ვერსიას დაამზადებს, რომლის ძრავის სიმძლავრეც 1 400 ცხენის ძალას მისწვდება.

No comments:

Post a Comment