Ferrari admits 'mistakes' have hurt 2015 car
23 დეკემბერი
„ფერარიმ“ ახალი, ტურბო V6 ძრავების ეპოქა წარუმატებლად
დაიწყო - პირველივე სეზონი გამარჯვების გარეშე დაასრულა და როგორც ჩანს, არც ახალი
სეზონი ექნება იოლი. ყოველ შემთხვევაში, გუნდის ხელმძღვანელობა ამას აღიარებს.
სერჯო მარკიონემ და მაურიციო არივაბენემ აღიარეს, რომ გასული სეზონის პრობლემების
გამო, ახალი ავტომობილის შემუშავებაზეც იქონია გავლენა.
მარკიონე ამბობს, რომ შეცდომა იყო სტეფანო
დომენიკალის ნაცვლად, ფ1-ში გამოცდილების არმქონე მარკო მატიაჩის მოყვანა: „ძალიან
დიდ პატივს ვცემ მას და მის მიერ კომპანიისთვის კომერციულ საქმეში გაწეულ
სამსახურს. მაგრამ ფ1 სულ სხვა რამაა. მას კვლავაც ბევრი რამის სწავლა უწევდა.
მაგრამ იმ სიტუაციაში, რომელშიც „ფერარია“, ჩვენ ვერ შევძლებთ გუნდის გარდაქმნას
იმ დროს, როცა ბოსს გამოცდილება აქვს მისაღები“.
მაგრამ იმედს იძლევა ტექნიკურ პერსონალში წარმატებული
ინჟინრების მოზიდვა. მათ შორისაა ლუის ჰამილტონის აწ უკვე ყოფილი სარბოლო ინჟინერი
ჯოკ კლია, რომელმაც მარანელოელებთან ახლახანს გააფორმა კონტრაქტი. იტალიურ გუნდში ის
პერ ფრაის ადგილს დაიკავებს. არივაბენე უარყოფს გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ,
რომ მალე მის გუნდს ბობ ბელი, ედრიან ნიუი და როს ბრაუნი შეუერთდებიან.
რაც შეეხება შეცდომებს, მარკიონე ამბობს, რომ ახალი
ავტომობილის შემუშავების საწყის ეტაპზე, შეცდომები იქნა დაშვებული, რომელთა
გამოსწორებასაც, სამუშაო პროცესის გაჭიანურება მოჰყვა და ახლა ინჟინრები გრაფიკს
ჩამორჩებიან. თუმცა, მანქანამ უკვე გაიარა სავალდებულო ქრეშ ტესტები. ის ასევე
ამბობს, რომ მსგავსი შეცდომები გუნდმა წინა სეზონის ავტომობილის შემუშავების
დროსაც დაუშვა და სწორედ ამიტომაა, რომ ამჟამად „ფერარი“ მდევრის როლშია.
„სხვების
შეცდომების გამო, წინ ძალიან რთული სეზონი გველის. ჩვენ დაძაბულ რეჟიმში მუშაობა
მოგვიწევს. თუ ორი რბოლის მოგებას შევძლებთ, ეს წარმატება იქნება. ამაზე ტრიუმფს
ვიტყოდი“, - ამბობს არივაბენე, მარკიონე კი დასძენს: „ოთხის შემთხვევაში, ეს ნამდვილი
სამოთხე იქნება“.
No comments:
Post a Comment