დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, December 14, 2014

ფილდსი „ფორდისთვის“ „გარღვევის წელს“ პროგნოზირებს

Fields predicts 'breakthrough year' for Ford in 2015
14 დეკემბერი
„ფორდ მოტორის“ მთავარი აღმასრულებელი მარკ ფილდსი ამბობს, რომ 2015 წელი მისი კომპანიისთვის „გარღვევის წელი“ იქნება, რაშიც მთავარ როლს ის ახალი ავტომობილები ითამაშებს, რომლებიც ბაზარზე წელს გამოვიდა და რომლებმაც მოგების დიდი მარჟები განაპირობა. „ჩვენს ინვესტიციებს მოგება მოაქვს, ეს კი შემდგომი ზრდის საფუძველს ქმნის“, - ამბობს ფილდსი.
ცისფერი ოვალი 2015 წელს თავის მომხმარებელს 16 სიახლეს უმზადებს, რომელთა შორისაც ქროსოვერი „ეჯი“, ჰეჩბეკი „ფოკუსი“ და უგზოობის „ექსპლორერი“ იქნება. ეს ოდნავ ნაკლებია წლევანდელი სიახლეების რიცხვზე (23), რომელთა შორისაც, ყველაზე მნიშვნელოვანი ორი იყო - ახალი პინი ქარი „მუსტანგი“ და ასევე ახალი (ალუმინის ინტენსიური გამოყენებით) პიკაპი F-150. მაგრამ რიცხვით ნაკლებობას ის ფაქტორი ანეიტრალებს, რომ „ფოკუსი“ მსოფლიო ბესტსელერია, „ექსპლორერი“ საშუალო ზომის უგზბის ავტომობილების კლასში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია.
გარდა ამისა, ამერიკული კომპანია სპორტული და ტემპერამენტიანი ავტომობილების მთელ კოჰორტასაც გამოუშვებს. 2020 წლამდე ბაზარზე სულ ასეთი 12 ავტომობილი გამოვა. მათ შორის პირველი „ფოკუს RS“ იქნება, რომლის პრემიერაც მალე, დეტროიტის მოტორ შოუზე გაიმართება. სხვათა შორის, „ფორდი“ ამ ავტომობილს პირველად შეიტანს ამერიკაში. ლიტერი RS ცისფერი ოვალის პროგრამაში პირველად 1968 წელს გამოჩნდა, ოღონდ ის ადრე „ესკორტს“ ამშვენებდა.
სხვათა შორის, ეს ავტომობილი კომპანიის შტო „ფორდ პერფორმენსმა“ შეიმუშავა, რომელიც ამიერიდან კომპანიის სარბოლო, ტემპერამენტიანი ავტომობილების და ნაწილების დივიზიონებს აერთიანებს და მისი შტაბ-ბინა შარლოტში (შტატი ნუ ჰემპშირი) განლაგდა.
გარდა ამისა, „ფორდს“ ახალი წამოწყებაც აქვს დაგეგმილი. ის თავის პარტნიორებთან - „მაგნასთან“ და „ვერაიზონთან“ ერთად, ტექნოლოგიურ ინკუბატორს შექმნის, რომელიც მობილურობაზე ფოკუსირებულ დამწყებ კომპანიებს დამკვიდრებაში და სიახლეების დანერგვაში შეუწყობს ხელს. სამივე კომპანია ამ საქმისთვის 2 მილიონ დოლარს გაიღებს, რაც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ სამი წლის განმავლობაში, 30 კომპანიას საწყისი ბიძგი მისცეს.

No comments:

Post a Comment