დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, December 13, 2014

„მაკლარენის“ ახალმა ბოლიდმა ქრეშ ტესტი გაიარა

McLaren's 2015 Formula 1 car passes crash tests
13 დეკემბერი
„მაკლარენი“ ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი გუნდია, რომელმაც ახალი ბოლიდის სავალდებულო ქრეშ ტესტები წარმატებულად გაიარა. თუმცა, უოკინგელებს ჯერაც არ გამოუცხადებიათ თავიანთი ახალი სარბოლი ავტომობილის დბიუტის თარიღი. ცნობისათვის, წინასასეზონო ტესტები 1 თებერვალს, ხერესის (ესპანეთი) ტრეკზე დაიწყება.
საინტერესოა, რომ გასული სეზონის წინ, „მაკლარენმა“ თავისი ახალი ბოლიდის შეჯახებაზე გამოცდები, ტესტების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ჩააბარა. პირველ ტესტებზე კი უოკინგელებმა ნაჩქარევად მომზადებული ბოლიდი გაიყვანეს.
ფორმულა ერთის რეგლამენტის შესაბამისად, გუნდები ვალდებულნი არიან, ახალი მანქანის ტესტებზე გამოყვანამდე, ისინი ქრეშ ტესტებზე გაატარონ. ტექნიკური კომისიის დადებითი შეფასების გარეშე, მანქან ვერც ტესტებზე და ვერც რბოლებში მონაწილეობას ვერ შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანულმა გუნდმა თავისი პილოტების ვინაობაც ახლახანს გაგვაცნო - მისი ბოლიდებით ჯენსონ ბატონი და ფერნანდო ალონსო იასპარეზებენ, კევინ მაგნუსენი კი სარეზერვო პილოტი იქნება.

No comments:

Post a Comment