დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, December 18, 2014

დი მონტეძემოლო ფ1-ის საბჭოს დაუბრუნდა

Motor racing-Di Montezemolo returns to F1 board
18 დეკემბერი
„ფერარის“ ყოფილი თავმჯდომარე ლუკა დი მონტეძემოლო ფორმულა ერთის არა-აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე დაინიშნა. მასთან ერთად, იმავე როლს კომპანია „დიაჯეოს“ ყოფილი მთავარი აღმასრულებელი, პოლ უოლშიც შეასრულებს. მათ გარდა, დრექტორთა საბჭოში დაბრუნდა ბერნი ეკლსტოუნი, რომელმაც ეს თანამდებობა თავისი სასამართლო გარჩევების გამო დატოვა.
აღსანიშნავია, რომ დი მონტეძემოლოს ეს პოსტი 1991-2014 წლებში ეკავა, როცა იქ „ფერარის“ წარმოადგენდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მარანელოს დატოვებამ მოუწია, არა-აღმასრულებლის პოსტიც დატოვა. ის კომპანია „ნესტლეს“ თავმჯდომარე პეტერ ბრაბეკ-ლეტმეითის ადგილს დაიკავებს, რომელიც ავადმყოფობის გამო მოვალეობის შესრულებას ვეღარ ახერხებს.
რაც შეეხება უოლშს, ის იმავდროულად კომპანიების, „ფედექსის“ და „იუნილევერის“ დირექტორთა საბჭოს წევრიცაა. მას ხშირად ეკლსტოუნის შემცვლელადაც მოიაზრებდნენ, თუმცა ის არ მალავდა, რომ ფ1-ის ბიზნესის მართვისას, მეტი ხმის უფლების მიღება სურდა, რაზეც ეკლსტოუნი არ დათანხმდა.

No comments:

Post a Comment