დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, November 12, 2014

„იაგუარი“ სრულ ამძრავიან F-ტაიპს ლოს ანჯელესში წარადგენს

Jaguar confirms new all-wheel-drive F-type for LA motor show
12 ნოემბერი
„იაგუარმა“ დაადასტურა, კუპე „F-ტაიპის“ სრულ ამძრავიან ვერსიას გამოუშვებს. ასეთი ტრანსმისიით აღჭურვილია ავტომობილი, რომლის კაპოტქვეშაც 3.0-ლიტრიანი V6 ძრავია განლაგებული. ამგვარად, „F-ტაიპის“ მოდიფიკაციების რიცხვი 14-ს მიაღწევს და ყველა მათგანს ბრიტანული კომპანია ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე გამოფენს.
ნახსენები 3.0-ლიტრიანი V6 ძრავის 550 ცხენის ძალას აღწევს და მისი დახმარებით, სრულ ამძრავიან „F-ტაიპს“ ადგილიდან ასის ასაკრეფად 3.9 წამი ჰყოფნის, რაც უკანა ამძრავიანი ვერსიის შესაბამის დროზე 0.2 წამით ნაკლებია. რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს, ის უცვლელი დარჩა და ისევ 297 კმ/სთ-ია.
სრულ ამძრავიანი „F-ტაიპის“ ინფორმაციის დადასტურების გარდა, „იაგუარმა“ ასევე გამოაცხადა, რომ მსოფლიოს სახმელეთო რეკორდის გუნდ „ბლადჰაუნდ SSC-ს“ პარტნიორი ხდება. ცნობისათვის, ამ გუნდს მომავალ წელს 1600 კმ/სთ სიჩქარის ბარიერის დაძლევა აქვს დაგეგმილი. რეკორდისთვის მზადება და რეკორდული გარბენიც სამხრეთ აფრიკაშია დაგეგმილი და ამ პროცესში, გუნდი სწორედ „იაგუარის“ ავტომობილებით ისარგებლებს. სანაცვლოდ, სარეკორდო ავტომობილის ტანზე მისი ლოგოა დატანილი.
„F-ტაიპის“ გამაში შედის საკუთრივ სტანდარტული კუპე და კაბრიოლეტი, მისი S და R ვერსიები როგორც კუპეს, ასევე კაბრიოლეტის ძარით. გარდა ამისა, მალე გამას მექანიკური კოლოფით აღჭურვილი ვერსიებიც დაემატება, რომლებიც ამჟამად ტესტირების ეტაპზეა. მალე კი მათ კიდევ ერთი ვერსია დაემატება, რომელიც „იაგუარ ლენდ როვერის“ უახლესი, სერია ინჯენიუმის ბენზინის ოთხცილინდრიანი ძრავით აღიჭურვება.
„სრულ ამძრავიანი „F-ტაიპის“ შემუშავებისას, ჩვენი ინჟინრების მიზანი ისაა, რომ შევინარჩუნოთ უკან ამძრავიანი სპორტული ავტომობილისთვის დამახასიათებელი თვისებები და მას უკეთესი დინამიკური შესაძლებლობები შევძინოთ. მათი გარჯის შედეგია კარგად მართვადი, მოსახერხებელი და სწრაფი ავტომობილი, რომელიც თავის თვისებებს ნებისმიერ ამინდსა და საგზაო პირობებში ინარჩუნებს“, - ამბობს „იაგუარის“ ავტომობილების ხაზის დირექტორი იან ჰობანი.

No comments:

Post a Comment