დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, November 24, 2014

მეფე ხუან კარლოსი: ალონსო „მაკლარენში“ მიდის

Former Spanish King says Alonso 'going to McLaren'
24 ნოემბერი
აბუ დაბის რბოლის შემდეგაც კი, ფერნანდო ალონსოს მომავალი გაურკვეველი დარჩა. მან გარკვეული მინიშნებები გააკეთა, რომელთა მიხედვითაც შეიძლება ითქვას, რომ მალე მას „მაკლარენ-ჰონდას“ ფორმაში ვიხილავთ, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ მინიშნებებია. მაგალითად: „ეს არ იქნება სიურპრიზი“, ან „თქვენ ძალიან ახლოს ხართ“...
და აი, აბუ დაბიშივე, ესპანეთის ყოფილმა მეფე ხუან კარლოსმა პირდაპირ განაცხადა, რომ ალონსო „მაკლარენში“ მიდის. „აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ფერნანდოს „ფერარიში“ მის ბოლო რბოლაში ვუქომაგო. მან მითხრა, რომ მომავალ სეზონში „მაკლარენში“ გადასვლას აპირებს და ის ამით ძალიან ბედნიერია“, - ამბობს ყოფილი მონარქი, ვინც ახლა 76 წლისაა.
სხვათა შორის, როცა ალონსოს უთხრეს, ყოფილმა მეფემ ასე თქვაო, უხერხულად შეიშმუშნა და თქვა, ამაზე საუბარი თქვენთვის დამითმიაო. თუმცა, მოგვიანებით „სპიდ უიკთან“ საუბრისას თქვა: „მეფის ნათქვამს ვერ უარვყოფ, ის ყოველთვის მართალია“. როგორც საქმეში ჩახედული პირები ამბობენ, ალონსოსთვის ერთადერთი ალტერნატივა შეიძლება მხოლოდ „მერსედესში“ სენსაციური გადასვლა იყოს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სამქიმიანები დაჟინებით იმეორებენ, მომავალ სეზონშიც იგივე პილოტები გვეყოლებაო. თავად ალონსომაც თქვა, რომ ჩემპიონბთან გადასვლას არ აპირებს.

No comments:

Post a Comment