დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, November 26, 2014

ჰამილტონი ნომრის შეცვლას არ აპირებს

Hamilton won’t have number one on his car in 2015
26 ნოემბერი
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა განაცხადა, რომ მომავალ სეზონში საჩემპიონო პირველი ნომრით ასპარეზობას არ აპირებს და თავის მანქანას ისევ 44 ნომერს დააწერს. „მე ყოველთვის 44 ნომერი ვიქნები. ამ ნომერს შევინარჩუნებ, რადგან რბოლებში გამოსვლა ამ ნომრით დავიწყე“, - ამბობს ბრიტანელი პილოტი.
FIA-ს სპორტული რეგლამენტის შესაბამისად, ფ1-ში დებიუტამდე, პილოტები თავად ირჩევენ საკუთარ ნომრებს, რომლებიც კარიერის ბოლომდე მათი იქნება. ეს წესი ამ სეზონიდან ამოქმედდა. მისივე ძალით, მოქმედ ჩემპიონს უფლება აქვს, უარი თქვას საჩემპიონო პირველ ნომრის გამოყენებაზე და თავისი კუთვნილი ნომრი დაიტოვოს. შეგახსენებთ, რომ სებასტიან ფეტელმა ეს სეზონი პირველი ნომრით ჩაატარა, მომავალი სეზონიდან კი თავის კუთვნილ 5 ნომერს გამოიყენებს.
ამგვარად, მომავალ სეზონში პირველი ნომრით არავინ იასპარეზებს. ეს 1994 წლის შემდეგ პირველად მოხდება. მაშინ ფრანგმა ჩემპიონმა ალენ პროსტმა სპორტს თავი დაანება და პირველი ნომერი ამიტომ გამოუყენებელი დარჩა. ამის გამო, „უილიამსს“ პირველი ნომრის ნაცვლად, ნულოვანი ნომრით სარგებლობამ მოუწია. ბრაზილიელმა აირტონ სენამ მასზე უარი თქვა და მე-2 ნომერი დაიწერა, ნულვანი ნომერი კი ბრიტანელ დეიმონ ჰილს დარჩა.
საინტერესოა, რომ ჩემპიონები პირველი ნომრით 1975 წლიდან ასპარეზობენ. საჩემპიონო პირველი ნომრით ასპარეზობის პატივი პირველს ბრაზილიელ ემერსონ ფიტიპალდის ერგო.

No comments:

Post a Comment