დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, October 25, 2014

ორი სპორტული „ფორდ F-150“ ლას ვეგასის შოუსთვის

Ford Gives 2015 F-150 Two Different Personas for SEMA
25 ოქტომბერი
ლას ვეგასის სპეციალური ეკიპირების ბაზრის ასოციაციის (SEMA) შოუზე, „ფორდი“ თავის პოპულარულ პიკაპ F-150-ის ორ კონცეპტუალურ სპორტულ ვერსიას წარადგენს, რომლებითაც ზედიზედ მეხუთედ ეცდება „ყველაზე ცხელი პიკაპის“ საპატიო წოდების მოპოვებას. ამ ორიდან ერთი უგზოობის პირობებში ექსტრემალური მართვისთვისაა შემუშავებული, მეორე კი ნამდვილი ტრეკის მრბოლია.
უგზოობის მოდიფიკაციის სახელია „დიგან 38“. მის შემუშავებაში მონაწილეობა რალისა და „ფორდ რეისინგის“ მრბოლმა, მოტოქროსებში სახელმოხვეჭილმა ბრაიან დიგანმა მიიღო. ეს ავტომობილი სერია ეკობუსტის 3.5-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი ძრავითაა აღჭურვილი. ამ ავტომობილის შექმნაში იმ კომპანიებმაც დაიდეს წილი, რომლებიც ცისფერ ოვალს სარბოლი ავტომობილების მომზადებაში უწევენ პარტნიორობას.
დიგანის თქმით, ამ ავტომობილით „ფორდს“ თავისი უახლესი F-150-ის პერსონალიზაციის უსაზღვრო პოტენციალის და უგზოობისას ამ ავტომობილის შესაძლებლობების ჩვენება სურდა. „F-150 ექსტრემალური ცხოვრების სტილისთვის და უგზოობაში ავტომობილის მართვისთვის განგაწყობს, რაშიც მას მისი მრავალმხრივი შესაძლებლობები და საოცარი ძრავი ეხმარება“, - ამბობს დიგანი.
მეორე ავტომობილის შემუშავებაში კი ფორმულა დრიფტის სუპერ ვარსკვლავი, ვონ გიტინ უმცროსი მონაწილეობდა და შესაბამისად, ავტომობილიც მის სახელს ატარებს. ავტომობილი „კაიბტეკის“ სპეციალურად შემუშავებული საკიდარითაა აღჭურვილი და აგრესიული გარეგნობით გამოირჩევა. მას აქვს დაბალი კლირენსი, შეცვლილი რადიატორის ცხაური და ბორბლები. ამ მანქანის თავისებურება ისაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, საკიდარის სვლამ შეიძლება 305 მილიმეტრს მიაღწიოს და ამ დროს, ის უგზოობის პირობებშიც თავს ისე იგრძნობს, როგორც თევზი წყალში.

No comments:

Post a Comment