დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, October 3, 2014

ჰამილტონის დომინაცია სუზუკაზეც გრძელდება

Motor racing-Hamilton leads Mercedes one-two in Japanese practice
3 ოქტომბერი
მართალია, იაპონიის დიდი პრიზის პირველი ორი თავისუფალი პრაქტიკის ჯამში ყველაზე სწრაფი ლუის ჰამილტონია, მაგრამ შესაძლოა, ეს დღე იმითაც დაგვამახსოვრდეს, რომ ფ1-ში მაქს ფერსტაპენის დებიუტი შედგა. ჰოლანდიელ თინეიჯერს სამი დღის წინ შეუსრულდა 17 წელი და ასაკს რომ თავი დავანებოთ, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ის კარტინგის მრბოლი იყო. ახლა კი ფ3-ში ასპარეზობს და გამოუცდელობის მიუხედავად, „რედ ბულმა“ თავის ფარმ გუნდ „ტორო როსოში“ ასპარეზობის უფლება მიანიჭა.
თქმა არ უნდა, მაქსი ძალიან ნიჭიერი პილოტია - სხვა შემთხვევაში, „რედ ბულის“ ავტოსპორტის საქმეების მრჩეველი ჰელმუტ მარკო მას ასეთ ნდობას არ გამოუცხადებდა. მართალია, მას არჩევანი ყოველთვის არ უმართლებს, მაგრამ ორჯერ, სებასტიან ფეტელის და დანიელ რიკარდოს შემთხვევაში, უკვე გაუმართლა. ჰოდა, ახლა ფერსტაპენის ჯერია და თუ ისიც ფეტელის დონეს გაქაჩავს, მაშინ ამ დღეს ხშირად გაიხსენებენ ხოლმე. თავისი დებიუტი კი მან მე-12 ადგილით აღნიშნა.
სხვა მხრივ, სუზუკაზე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა - სამქიმიანები ისევ დომინირებენ, სხვები კი იმ წამის მეათედებს ითვლია, რამდენითაც ჰამილტონს და ნიკო როსბერგს ჩამორჩებიან. ასეთი მეათედი კი კვლავაც მეტისმეტად ბევრია იმისათვის, რომ სწრაფი მოსახვევებით და მაღალი საშუალო სიჩქარით გამორჩეულ სუზუკაზე, „მერსედესებს“ ვინმემ რეალური მეტოქეობა გაუწიოს.

კიდევ ერთი მიზეზი, რომლის გამოც ეს რბოლა დასამახსოვრებელი შეიძლება გახდეს ისაა, რომ „მერსედესს“ კონსტრუქტორთა თასის ვადამდე მოპოვების რეალური შანსი აქვს. გერმანული საჯინიბო უახლოეს მდევარ „რედ ბულს“ 174 ქულას უგებს დარჩენილ 5 რბოლაში კი მაქსიმუმ 215 ქულის მოპოვებაა შესაძლებელი. ანუ, „რედ ბულმა“ ყველა რბოლა უნდა მოიგოს და „მერსედესმა“ 41 ქულის აღებაც ვერ შეძლოს. ეს კი წარმოუდგენელია. ამიტომ, „რედ ბულის“ შანსი მხოლოდ მათემატიკურია და შესაძლოა, ბოლო ოთხი სეზონის ტრიუმფატორებმა სუზუკაზე ეს მიზერული შანსიც დაკარგონ.
მეორე პრაქტიკა ორჯერ შეწყდა. ის ახალი დაწყებული იყო, როცა კამუი კობაიაშიმ თავისი „კატერჰემი“ დაამტვრია. შემდეგ კი ავარია რიკარდოს შეემთხვა. ავსტრალიელმა აღიარა, რომ ავარია მისი შეცდომის შედეგი იყო. ოღონდ ისიც თქვა, ალბათ საბურავები ზედმეტად გამიგრილდა და ეს ვერ გავითვალისწინე, როცა მოსახვევიდან გამოვდიოდიო. ავარიის მომენტში რიკარდოს საუკეთესო დრო ჰქონდა. მან სესიაზე მხოლოდ სამი წრის გავლა მოასწრო, თუმცა ამის მიუხედავად, საბოლოოდ მე-10 ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ რბოლისთვის სინოპტიკოსები წვიმას ელიან - იაპონიას ტაიფუნი უახლოვდება, რაც პილოტებს რბოლისას საქმეს გაურთულებს.

იაპონიის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:35.461
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:35.612
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:36.037
4. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:36.576
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:37.187
6. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                         1:37.327
7. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:37.466
8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:37.649
9. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:37.686
10. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                    1:37.714
11. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:38.012
12. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)           1:38.157
13. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:38.324
14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:38.582
15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:38.851
16. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    1:39.046
17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:39.097
18. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:39.318
19. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                1:40.031
20. რობერტო მერი (ესპანეთი, კატერჰემი)                    1:41.472
21. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                       1:41.580
22. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1:41.757

მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:35.078
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:35.318
3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:36.279
4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:36.409
5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:36.436
6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:36.529
7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:36.637
8. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                         1:36.714
9. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                      1:36.943
10. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)          1:37.186
11. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:37.219
12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:37.504
13. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:37.563
14. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:37.700
15. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:37.786
16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:37.798
17. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    1:38.010
18. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:38.365
19. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                1:39.069
20. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                       1:39.306
21. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1:39.333
22. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                      1:42.760

No comments:

Post a Comment