დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, October 1, 2014

„ჰონდა“ „მერსედესის“ მეტოქეობას აპირებს

Honda expects to compete against Mercedes
1 ოქტომბერი
„ჰონდა მოტორ სპორტის“ შეფი იასუჰისა არაი ამბობს, რომ ფ1-ისთვის ახალი ტურბო ძრავის შემუშავების პროცესი გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. თუმცა დასძენს, რომ „მაკლარენის“ ახალ ბოლიდთან ერთად მისი გამოცდა, ხერესის წინასასეზონო ტესტებამდე არ იგეგმება.
„ჩვენ გეგმის შესაბამისად ვმუშაობთ. ჩვენი ძრავი, ან უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, ძალური დანადგარი, სისტემური შემოწმებისთვის მზადაა. ოღონდ, ჯერ შასის გარეშე. გარკვეული დრო და სამუშაოების შესრულებაა საჭირო, სანამ მას შასიზე დავამონტაჟებთ. შემდეგ კი მათ ტრეკზე ერთად გამოვცდით“, - ფორმულა ერთის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას განცხადა არაიმ.
ის დასძენს, რომ ამ ეტაპზე, ძრავის კომპიუტერული და სასტენდო სიმულაციები იგეგმება. „ტრეკზე პირველი გასვლა ალბათ ხერესზე მოხდება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა სრულად დაკომპლექტებული მანქანა, „ჰონდას“ ძრავით და „მაკლარენის“ შასით - „ჰონდა მაკლარენი“, ტრასაზე გამოვა“, - ამბობს არაი.
ადრე იყო ლაპარაკი იმაზე, რომ იაპონური კომპანია თავისი ახალი აგრეგატის პირველ გამოცდას აბუ დაბის ტესტების დროს გეგმავდა. თუმცა არაის ინტერვიუს შემდეგ, ეს ვარაუდი მოიხსნა. ამ ეტაპზე, ჩვენ ტრასაზე ტესტებს არ ვგეგმავთ და ეს პირველად ხერესში იგეგმება“, - ამბობს არაი და დასძენს, რომ „მაკლარენთან“ მომავალ სეზონში თანამშრომლობა ექსკლუზიური იქნება, შემდგ კი ყველა მსურველ გუნდს მიეცემა მისი ძრავების შეძენის საშუალება.
არაი დარწმუნებულია, რომ „ჰონდას“ ძრავი თავიდანვე კონკურენტუნარიანი იქნება და თვით „მერსედესს“ გაუწევს მეტოქეობას. ამასთან, იმაშიც დარწმუნებულია, რომ „ფერარი“ და „რენოც“ შეძლებენ ჩამორჩენის აღმოფხვრას. მისი აზრით, მთავარი ბალანსის მიღწევაა: „დასკვნებს მაშინ გავაკეთებთ, როცა ტესტებიდან მონაცემების მიღებას დავიწყებთ. „მერსედესმა“ შასისა და ძრავს შორის სასურველ ბალანსს სხვებზე ადრე მიაღწია, სხვებმა კი ეს ვერ შეძლეს. ამიტომ ჩვენ „მაკლარენთან“ ერთად, როგორც ერთი გუნდი, ისე ვმუშაობთ. ეს ერთადრთი გზაა სასურველი მიზნისკენ“.

No comments:

Post a Comment