დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, September 2, 2014

ალონსო „ფერარიში“ დარჩენას აპირებს

Alonso insists he will stay at Ferrari
2 სექტემბერი
ფერნანდო ალონსო ამბობს, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „ფერარის“ დატოვებას არ აპირებს. მართალია, იტალიური გუნდი, რომელშიც ალონსო 2010 წლიდანაა, მორიგ უფერულ სეზონს ატარებს - კონსტრუქტორთა თასის ლიდერ „მერსედესს“ 250 ქულით ჩამორჩება, მაგრამ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი მაინც მისი ერთგული რჩება.
ბელგიაში რბოლის შემდეგ, „ფერარის“ შეფმა მარკო მატიაჩიმ განაცხადა, რომ ალონსოც და კიმი რაიკონენიც მომავალ სეზონშიც მისი გუნდის პილოტები იქნებიან, მაგრამ არსებობდა იმის ალბათობა, რომ ალონსო მაინც წასვლას გადაწყვეტდა. ამის საშუალებას კი კონტრაქტი აძლევდა, რომლის მიხედვითაც, თუ იტალიის დიდი პრიზის წინ, ის ლიდერისგან 25 ქულაზე შორს იქნება, მაშინ წასვლის უფლება ეძლევა.
„ჯერჯერობით სადმე გადასვლას არ ვაპირებ. მინდა, „ფერარისთან“ ერთად მოვიგო და ის საქმე დავაგვირგვინო, რომელიც რამდენიმე სეზონის წინ დავიწყეთ“, - „სკაი სპორტთან“ საუბრისას ამბობს ალონსო, რომლის გადაბირებასაც „მაკლარენი“ ცდილობს. გავრცელებული ინფორმაციით, უოკინგელებმა ესპანელს მათთან გატარებულ ყოველ სეზონში 32 მილიონი დოლარი შესთავაზეს.
„ჩემს შესახებ ბევრი ლაპარაკია, მაგრამ მე არასდროს გამომითქვამს წასვლის სურვილი. ამ თემაზე ბევრი ჭორი ვრცელდება, რომელიც გარკვეულ დაძაბულ ფონს ქმნის, მაგრამ მეორე მხრივ, ვამაყობ იმით, რომ ჩემით საუკეთესო გუნდები არიან დაინტერესებულნი“, - ამბობს ალონსო, როელმაც „ფერარის“ მანქანით სამჯერ (2010, 2012 და 2013 წლებში) მოიპოვა ვიცე ჩემპიონის წოდება.

No comments:

Post a Comment