დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, August 26, 2014

ჰამილტონი: როსბერგმა აღიარა, რომ შეჯახებას გამიზნულად არ მოერიდა

Lewis Hamilton: Nico Rosberg said Belgian GP collision deliberate
26 აგვისტო
ფოტოზე კარგად ჩანს, რომ როსბერგს საჭე მარჯვნივ აქვს მიტრიალებული...
ლუის ჰამილტონის თქმით, ნიკო როსბერგმა გუნდის წინაშე აღიარა, რომ თავისი მანქანა მასთან შეჯახებას გამიზნულად არ მოარიდა, რადგან სურდა, მეტოქისთვის „ჭკუა ესწავლებინა“. მომხდარის ოფიციალური კომენტირებისას, როსბერგმა განაცხადა, გასწრების შანსი მომეცა და მისი გამოყენება ვცადეო. თუმცა ამით არამარტო მაყურებლის უკმაყოფილება გამოიწვია, არამედ „მერსედესის“ ხელმძღვანელობაც გაოგნებული დატოვა.
„ჩვენ ვილაპარაკეთ და მან პირდაპირ განაცხადა, რომ ასე გამიზნულად მოიქცა. მან თქვა, რომ შეჯახების თავიდან აცილება შეეძლო. თუ ჩემი არ გჯერათ, შეგიძლიათ ტოტოს (ვოლფს) და პადის (ლოუს) ჰკითხოთ, ვინც ასევე უკმაყოფილონი არიან მომხდარით“, - ამბობს ჰამილტონი და დასძენს, რომ ეჭვი არ ეპარება საკუთარ უდანაშაულობაში, რადგან მომხდარისას შიდა ტრაექტორიაზე მოძრაობდა.
„ჰკითხეთ ფერნანდოს, ან ნებისმიერ სხვა მრბოლს, როცა მანქანა, თავისი სიგრძის ნახევარზე ნაკლებითაა შემოსული შენს გვერდით და როცა შიდა მხარეს ხარ, ეს ნიშნავს, რომ შეგიძლია შენს გზაზე დარჩე. როცა წინ ხარ, მეტოქეს დამტებითი დერეფანი არ უნდა მისცე, რათა გაგასწროს. თანაც, ეს ის მოსახვევი არაა, სადაც გზიდან გადასვლის შემთხვევაში, კედელთან ან სხვა რამესთან მოგიწევს შეჯახება“, - ყვება ჰამილტონი.
ბრიტანელი გაოცებულია იმით, რომ სტიუარდებმა როსბერგი არ დააჯარიმეს: „დარწმუნებული ვიყავი, რომ მომხდარს გამოიძიებდნენ. ძალიან ბევრი ქულა დამაკლდა მეც და გუნდსაც. ჩემთვის ჩემპიონობისთვის ბრძოლა ძალიან გართულდა. სახტად დავრჩი, როცა რბოლის შემდეგ შეხვედრაზე მას ვუსმენდი. მას უნდა ჰკითხოთ, რის დამტკიცებას ცდილობდა, ასე რომ მოიქცა. მერე კი მოვიდა და თქვა, ჩემი ბრალი იყოო“...

No comments:

Post a Comment