დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, August 31, 2014

„მაკლარენი“ ფეტელის და ალონსოს გადაბირებას ცდილობს

McLaren F1 team in final push to hire Vettel or Alonso
31 აგვისტო
„მაკლარენი“ ისეთი ტოპ პილოტის მოზიდვას ცდილობს, რომელიც მის ლიდერობას რამდენიმე სეზონის განმავლობში შეძლებს. ჟურნალ „ავტოსპორტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უოკინგელებს ასეთებად სებასტიან ფეტელი და ფერნანდო ალონსო ჰყავთ ამორჩეული. მათგან ამას პირველ რიგში, ძრავების ახალი მიმწოდებელი „ჰონდა“ მოითხოვს, რომელიც მომავალი სეზონიდან უბრუნდება ფორმულა ერთს.
მართალია, ორივე პილოტს თავ-თავის გუნდთან, შესაბამისად „რედ ბულთან“ და „ფერარისთან“ კონტრაქტი აქვს, მაგრამ როგორც ჩანს, „მაკლარენისთვის“ მისი მისი ახალი პარტნიორისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, „მაკლარენს“ ორივეს გადაბირება სურს, თუმცა იმისთვისაც მზადაა, რომ თუ გადასვლა ახლა არ გამოვა, ისინი 2016 ან 2017 წლებში მიიწვიონ.
ფეტელისგან და ალონსოსგან პასუხების მიღების შემდეგ, „მაკლარენი“ სწრაფად გადაწყვეტს პილოტების შემადგენლობის საკითხს და მთლიანად გადაერთვება მომავალი სეზონისთვის მზადებაზე, თუმცა არც მიმდინარე სეზონის ჩამოწერას აპირებს და იმედი აქვს, რომ მალე „რედ ბულთან“ კონკურენციას შეძლებს. ამგვარად, გაურკვეველ მდგომარეობაში რჩებიან ჯენსონ ბატონი და ახალწვეული კევინ მაგნუსენი.

„ავტოსპორტთან“ საუბრისას, მისმა შეფმა ერიკ ბუიემ განაცხადა, რომ მისი გუნდ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა ფეტელის და ალონსოს გადაბირება შეძლოს. და ამ საკითხზე მუშაობას მანამ გააგრძელებს, სანამ ორივესგან კატეგორიულ უარს მიიღებს. კითხვაზე, თუ რა შანსებია მათი გადაბირებისა, ბუიე პასუხობს:
„ჩვენ ვეცდებით ისეთი ტოპ პილოტების მოყვანას, რომლებიც ჩვენს სამომავლო სტრატეგიას შეესაბამებიან. არ გვინდა შეცდმა დავუშვათ და ამით საქმე გავაფუჭოთ. ერთი ცდის საშუალება გვაქვს და არ გვინდა ამ შანსის ხელიდან გაშვება. „მაკლარენი“ მოწინავე გუნდია, დიდი გუნდია, რომელსაც სახელოვანი ისტორია აქვს და გვინდა იქ დავბრუნდეთ, სადაც ჩვენი ადგილია“, - ამბობს ბუიე.
„ავტოსპორტი“ გვატყობინებს, რომ „მაკლარენი“ ფეტელისგან და ალონსოსგან პასუხებს მალე ელის. გუნდს სურს, პილოტების შემადგენლობა მანამ დაადგინოს, სანამ ფ1-ის ქარავანი სეზონის გასვლით ეტაპებს სინგაპურის დიდი პრიზით დაიწყებს. ბუიეს ვადები არ დაუკონკრეტებია, თუმცა თქვა რომ სეზონის ბოლომდე ყველაფერი გარკვეული უნდა იყოს.

No comments:

Post a Comment