დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, July 17, 2014

„ფორდი“ ევროპაში აქცენტს SUV-ებზე აკეთებს

Ford Might Assemble EcoSport in Romania for European Market
17 ივლისი
უგზოობის ახალ მოდელ „ეჯის“ (ფოტოზე) პრეზენტაციაზე, რომლის გაყიდვებიც ევროპაში 2015 წელს დაიწყება, „ფორდმა“ გამოაცხადა, რომ ძველი კონტინენტის ბაზარზე, უგზოობის ავტომობილების პოპულარობა სტაბილურად იზრდება, რის გამოც, ის მეტწილად სწორედ ამ ტიპის ავტომობილების ხარჯზე აპირებს იქ გაყიდვების გაზრდას.
კომპანიის მონაცემებით, 2018 წელს ევროპაში გაყიდული ავტომობილების დაახლოებით 21 პროცენტი უგზოობის მოდელი იქნება, რაც დაახლოებით ორჯერ მეტია იმ წილზე, რაც ბაზარზე ამ ტიპის ავტომობილებს ამჟამად უკავია. ამიტომ, ცისფერი ოვალი, თავის ევროპულ პროგრამაში, უგზოობის მოდელების რიცხვს ერთიდან სამამდე (კუგა, ეკოსპორტი და ეჯი) გაზრდის.
ამ სამეულიდან ყველაზე დიდი „ეჯია“, რომელიც ევროპელებისთვის დიდი სიახლეა, რადგან აქამდე მათ ცისფერი ოვალი ძირითადად სუბკომპაქტურ და კომპაქტურ ავტომობილებს სთავაზობს, როგორებიცაა „ფოკუსი“ და „ფიესტა“. „ფორდ ოფ იუროპის“ აღმასრულებელი დირექტორი ბარბ სამარჯიჩი ამბობს, რომ ახლა დროა, მისმა კომპანიამ ევროპის ბაზარზე უფრო დიდი, მაღალი კლასის უგზოობის ავტომობილი წარადგინოს.
„ეჯისგან“ განსხვავებით, მასზე გაცილებით პატარაა „ეკოსპორტი“, რომელიც ცისფერი ოვალის გამაში პირველად გამოჩნდა. ის უპირველესად სწორედ ევროპული ბაზრისთვისაა განკუთვნილი. ეს ავტომობილი ახლახანს შევიდა „ფორდის“ ევროპელ დილერთა შოურუმებში და მასზე უკვე 16 000 შეკვეთაა მიღებული. მართალია, „ეკოსპორტი“ ევროპელებისთვის შექმნეს, მაგრამ მას ჯერჯერობით მხოლოდ ინდოეთში აწარმოებენ. ცისფერ ოვალში ვარაუდობენ, რომ მასზე მოთხოვნა წლიურად 100 000 ცალს მიაღწევს. თუ ასე მოხდა, მაშინ „ფორდ ოფ იუროპს“ იმპორტის ნაწილობრივ რომელიმე ადგილობრივ ქარხანაში წარმოებული ავტომობილებით ჩანაცვლება მოუწევს.
სად გამოუშვებენ „ეკოსპორტს“, ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა. სავარაუდოდ, ამერიკული კომპანია არჩევანს კრაიოვას (რუმინეთი) ქარხანაზე შეაჩერებს, სადაც ამჟამად სუბკომპაქტურ მინივენ „B-მაქსს“ და 1.0-ლიტრიან ეკობუსტის სერიის ძრავებს აწარმოებენ. კრაიოვას ქარხანა, „ფორდის“ ევროპულ ქარხნებს შორის ყველაზე ნაკლებადაა დატვირთული, რის გამოც, „ეკოსპორტს“ სწორედ მას ჩააბარებენ.

No comments:

Post a Comment