დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, July 2, 2014

„რადიკალ RXC“ წყალბადზე მომუშავე ძრავით

Radical RXC Gets a 669 HP Hydrogen Power Plant
2 ივლისი

საქმეში ჩახედული ადამიანი, როცა გაიგებს, რომ ახალი ავტომობილის წყალბადზე მომუშავე ძრავი, 669 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, პირველ რიგში იკითხავს, როგორ შეძლო ეს პატარა ინგლისურმა კომპანიამ, როცა პრაქტიკულად შეუზღუდავი შესაძლებლობების მქონე „ტოიოტას“ ი წყალბადის ავტომობილი (FCV) „მხოლოდ“ 135 ცხენის ძალას იძლევა? მიზეზი ბევრია, მათ შორის ის, რომ იაპონური ავტომობილი ფიჭურ ელემენტებზე მუშაობს, ბრიტანული კი შიდაწვის ძრავიზე. მეორეც, „ტოიოტას“ მაღალი სიმძლავრე FCV-ზე არ სჭირდება.
ამ პროექტზე მუშაობისას, „რადიკალს“ პარტნიორობა კრენფილდის (ბედფორდი, ბრიტანეთი) უნივერსიტეტმა გაუწია. პარტნიორების მიზანს, შიდაწვის ძრავში საწვავად გამოყენებული წყალბადის ეფექტურობის გამოკვლევა წარმოადგენს. ასეთი საწვავი კი მომავალში მასობრივად დაინერგება, თუ მეცნიერები წყლისგან წყალბადის იაფად გამოყოფის სამრეწველო ტექნოლოგიის შემუშავებას შეძლებენ.
სამუშაო პლატფორმად სარბოლო RXC-ს შერჩევა რამდენიმე ფაქტმა განპირობა: ეს არის მსუბუქი, აეროდინამიკური, შუაძრავიანი და ორადგილიანი ავტომობილი. პროექტის მთავარი მიზანი ხომ სარბოლი ავტომობილებისთვის მომავლის ისეთი საწვავის შემუშავებაა, რომლის წარმოებაც იაფი დაჯდება და თანაც, ბენზინის ტოლფას ენერგიას გამოჰყოფს. პროექტი, თავისი სამუშაო ნახაზებით და ესკიზებით, ჯერჯერობით კომპიუტერში არსებობს.
მართალია, ამ ფოტოებზე გამოსახული ავტომობილი ჯერჯერობით მხოლოდ ვირტუალურ სამყაროშია, მაგრამ კომპიუტერითვე ჩატარებულმა ანალიზმა ცხადყო, რომ წყალბადზე მომუშავე ავტომობილი სრულიად კონკურენტუნარიანი შეიძლება იყოს. ის „ფორდის“ წარმოების 3.7-ლიტრიანი V6 ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც მხოლოდ წყალბადზე მუშაობისთვის აუცილებელი მოდიფიკაციები ჩაუტარდა.
საბოლოოდ, საპროექტო გათვლებმა ცხადყო, რომ წყალბადზე მომუშავე ამ აგრეგატის სიმძლავრე 223 ცხენის ძალით, 669 ცხენის ძალამდე არის გაზრდილი. თანაც, წყალბადის ორი მაღალი წნევის ავზი იმ ადგილს იკავებს, რაც ბენზინის ავზისთვისაა საჭირო. უფრო მეტიც, მათში წნევით შენახული წყალბადი მხოლოდ 6.69 კილოგრამს იწონის.
ტესტირება (კომპიუტერული) ჩაუტარდა სარბოლი (პროტოტიპის კლასის) ავტომობილის სტრუქტურასაც, რამაც აჩვენა, რომ ის სრულად შეესაბამება ძრავის მონაცემებს. თუმცა, რპოექტის ავტორები არ ამბობენ, თუ როდს შეიძლება რეალობაში ვიხილოთ მათი შედევრი.

No comments:

Post a Comment