დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, July 18, 2014

გაიცანით ახალი „ფორდ მუსტანგის“ ძრავები

2015 Ford Mustang Specifications: 300hp V6, 310hp EcoBoost, 435hp GT
18 ივლისი
„ფორდმა“ ახალი, მეექვსე თაობის „მუსტანგის“ პირველი ჩვენება ჯერ კიდევ დეკემბერში ჩაატარა და მას შემდეგ, თანდათან გვიმხელს ამ ავტომობილის თვისებებსა და მახასიათებლებს. ამჯერად კი ძრავების ჯერი დადგა, რომელთა შესახებაც ისედაც გარკვეული ინფორმაცია არსებობდა, თუმცა ამჯერად ყველაფერი დაზუსტებული და საბოლოოა.
ძრავებს შორის ყველაზე დიდი და მძლავრია 5.0-ლიტრიანი V8 კოიოტია, რომელსაც კუმშვის ხარისხი 11:1-ზე აქვს, მისი სიმძლავრე 435 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 542 ნიუტონმეტრი. ამგვარად, ძრავის ახლანდელ ვერსიასთან შედარებით, ის 10 ცხენის ძალით და 13.5 ნიუტონმეტრით მეტს იძლევა. როდესაც ამ ძრავთან 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია შეწყვილებული, ავტომობილი 1 680 კილოგრამს იწონის, ეს კი ახლანდელ მოდელზე 39 კილოგრამით მეტია. ავტომატური კოლოფის შემთხვევაში კი ავტომობილის წონა 1 691 კილოგრამამდე იზრდება.
მეორე ძრავია სერია ეკობუსტის ოთხცილინდრიანი 2.3-ლიტრიანი ტურბო, რომელიც 310 ცხენის ძალას და 433 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ტურბინა ორგრაგნილიანა - პირველი ცისფერი ოვალის ავტომობილებზე. კუმშვის ხარისხი 10.5:1-ზეა. როდსაც ძრავთან ზემოთ ნახსენები მექანიკური ტრანსმისიაა დაკავშირებული, ავტომობილი 1 602 კილოგრამს იწონის, რაც 16 კილოგრამით მეტია ახლანდელი, V6 ძავით აღჭურვილი „მუსტანგის“ წონაზე. ავტომტური ტრანსმისიის შემთხვევაში, წონა 1 598 კილოგრამამდე მცირდება.
ყველაზე სუსტი ძრავია 3.7-ლიტრიანი V6, რომლის სიმძლავრეც 300 ცხენის ძალაა (ახლანდელი მუსტანგის შესაბამისი V6-ის სიმძლავრეზე 5-ით ნაკლები), მაქსიმალური მომენტი კი - 379 ნიუტონმეტრი (არ შეცვლილა). მისი კუმშვის ხარისხია 10.5:1-ზე. როდესაც ამ ძრავთან 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული, „მუსტანგი“ 1 599 კილოგრამს იწონის, რაც ახლანდელ შესაბამისი ძრავით აღჭურვილი მოდელის წონაზე 13 კილოგრამით მეტია. ავტომტური კოლოფის შემთხვევაში კი წონა 1 601 კილოგრამია.
ცისფერი ოვალი ჯერჯერობით ისევ არ აქვეყნებს ახალი „მუსტანგის“ დინამიკურ მახასიათებლებს. ამ ავტომობილის გაყიდვები ჯერ ამერიკაში, ამ წლის ბოლოს დაიწყება, ევროპაში კი მას მომავალი წლიდან შემოიტანენ.

No comments:

Post a Comment