დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, July 30, 2014

„ფორდი“ ამერიკელ მომხმარებელთა უმაღლესი ლოიალურობით გამოირჩევა

Ford, Mercedes, Toyota tops in brand loyalty in 1st quarter, IHS says
30 ივლისი
საავტომობილო ბაზრის ანალიტიკაზე ორიენტირებულმა გამოცემა „IHS ავტომოტივმა“ შეადგინა ავტოკომპანიებისადმი ამერიკელ მომხმარებელთა მოიალურობის პირველი კვარტლის რეიტინგი, რომლის სათავეშიც „ფორდმა“ დაიკავა ადგილი. გაყიდვების მონაცემების ანალზმა აჩვენა, რომ ამერიკულ კომპანიას „მერსედეს-ბენცი“ და „ტოიოტა“ მოჰყვებიან.
„IHS ავტომოტივის“ ინფორმაციით, იმ მომხმარებელთაგან, რომლებმაც ბოლო ათი წლის განმავლობაში, „ფორდის“ ავტომობილები შეიძინეს და ახალი ავტომობილის შეძენა 2014 წლის პირველ კვარტალში გადაწყვიტეს, დაახლოებით 64 პროცენტი ისევ „ფორდის“ ავტომობილს ყიდულობდა. „მერსედეს-ბენცის“ და „ტოიოტას“ მაჩვენებელი 57.8 პროცენტია. ამათ მოჰყვებიან „ნისანი“, „შევროლე“, „სუბარუ“, „ჰონდა“, „ბეემვე“ და „ლექსუსი“. საერთო ჯამში, ყველა გამოკვლეუილი კომპანიის ლოიალურობის საშუალო მაჩვენებელი 51 პროცენტამდე არის შემცირებული.

„IHS ავტომოტივმა“ სულ 1.8 მილიონი ავტომობილის გაყიდვის ტრანსაქცია შეისწავლა. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ლოიალურობის ყველაზე მკვეთრი ზრდა „ლინკოლნს“, „ჯიპს“, „მიცუბიშის“, „ფიატს“ და „სმარტს“ აქვთ. იმ ბრენდებმა, რომლებსაც ლოიალურობის მაჩვენებლის ზრდა აქვთ, ამერიკის ბაზარზე საკუთარი წილის გაზრდაც შეძლეს.
„IHS ავტომოტივის“ ლოიალურობის რეიტინგის ჯგუფის კონსულტანტი ტომ ლიბი ამბობს, რომ კვლევაში მხოლოდ ინდივიდუალური მომხმარებლების შესყიდვებია გათვალისწინებული და საბოლოო შედეგებზე არ ასახულა ბითუმად შესყიდვების მაჩვენებლები. კომპანიებისთვის ბრენდული ლოიალობის მაღალი მაჩვენებლის მიღწევა, გაყიდვების და ბაზარზე წილის გაზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა.

No comments:

Post a Comment