დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, May 7, 2014

„მაკლარენმა“ შესაძლოა P1¬ის სატრეკო ვერსიაც გამოუშვას

McLaren Reportedly Considering Faster, Track-Exclusive P1
7 მაისი
თავდაჯერებით შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანული კომპანია თავის ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ P1­-ის სატრეკო ვერსიას გამოუშვებს. შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, „მაკლარენი“ P1­-ის მყიდველთა შორის გამოკითხვას ატარებს. ეს კი მდიდარი ხალხია, რომელთა უმეტესობაც ტრეკზე ავტომობილის ექსტრემალური მართვით თავს ხშირად იქცევს.
გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, „მაკლარენმა“ P1­-ის 375-ვე მყიდველს და ერთგულ მომხმარებლებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც მათ ეკითხება, დაინტერესებულნი არიან, თუ არა P1­-ზე სწრაფი და ექსკლუზიური ავტომობილის შეძენით. ამ წერილის გაგზავნამდე, კომპანიას რამდენიმე მომხმარებლისგან წერილები მიუღია, რომლებშიც ისინი კითხულობდნენ, აპირებს თუ არა „მაკლარენი“ უფრო ფოკუსირებული P1-­ის გამოშვებას.
ნებისმიერ შემთხვევაში, ავტომობილი ძალიან შეზღუდული რაოდენობით, რამდენიმე ათეული ცალი (ასზე ნაკლები) დამზადდება. და მათი შეძენის საშუალება მხოლოდ იმ პირებს ექნებათ, რომლებიც უკვე ფლობენ საგზაო P1-ს. ეს იმ მარტივი მიზეზით კეთდბა, რომ ავტომობილი არ ჩავარდეს გადამყიდველების ხელში.
სატრეკო P1 გამორჩეული იქნება არამხოლოდ გარეგნულად, არამედ აღჭურვილობითაც. ისედაც ექსტრემალური დიზაინის P1, კიდევ უფრო აგრესიულ გარეგნობას სტილში შესრულდება. ის ახალი აეროდინამიკური ელემენტებითაც აღიჭურვება, რომელთა შორისაც ყველაზე შესამჩნევი უკანა დიდი ანტი ფრთა უნდა იყოს. უფრო ხისტი მახასიათებლები ექნება დაკიდების სისტემას, რომელიც გზის საფარიდან კლირენსს სტაბილურად შეინარჩუნებს (მოსახვევებში, აჩქარებისას და შენელებისას). რა თქმა უნდა, გაძლიერდება ძრავი.
სატრეკო P1­ კონკურენციას „ფერარის“ ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ „ლაფერარის“ ასევე სატრეკო XX-ს გაუწევს. თუმცა, რადგანაც ორივე ავტომობილი მყიდველთა სპეციფიკური (ერთგული) წრისთვისაა განკუთვნილი, მათი მეტოქეობაც პირობითია. 

No comments:

Post a Comment