დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, May 6, 2014

„რეზვანის“ „მხეცი“ კარგად შემოსილი „არიელ ატომია“

Rezvani Dreams of a Dressed Up and Tuned Ariel Atom Named Beast
6 მაისი
„რეზვანი მოტორსი“ ამერიკული კომპანიაა რომელიც ბიზნსმენმა ფერის რეზვანიმ დააარსა. მას ადრე რამდენიმე პროექტი აქვს შესრულებული, მათ შორის, „ლოტუს ევორას“ ბაზაზე შემუშავებული კონცეპტუალური სპორტული ავტომობილი „ბულეტა“, მაგრამ რეალურად ჯერ არაფერი განუხორციელებია. თუმცა, საკუთარი ოცნების განსახორციელებლად, კომპანია „რეზვანი მოტორსი“ ჩამოაყალიბა და სრულიად ახალ პროექტს მოჰკიდა ხელი. ამ პროექტის სახელია „ბისტ“, ანუ „მხეცი“.
სხვათა შორის, „ბულეტაც“ და „ბისტიც“ ერთი ადამიანის, აზერბაიჯანელ დიზაინერ სამირ სადიყოვის მიერაა შემუშავებული, რომელსაც არაერთი საინტერესო პროექტი აქვს შექმნილი. მათგან ყველაზე გამორჩეული კი „ფერარის“ მსოფლიო დიზაინის კონკურსისთვის შემუშავებული პროექტია, რომლითაც მან კონკურსის მეორე პრიზი მოიპოვა. უფრო მეტიც, სადიყოვმა მონაწილეობა მიიღო „ჯუჯაროს“ შესანიშნავ კონცეპტ „პარკურისა“ და „ლამბორგინის“ უახლეს მოდელ „ურაკანის“ შემუშავებაში.
„მხეცი“ სატრეკო „არიელ ატომის“ ბაზაზეა შემუშავებული. შასი და ძირითადი აგრეგატები სწორედ „ატომისგანაა“ აღებული, თუმცა ყველაფერს მოდიფიკაცია ჩაუტარდება. მათ შორის ძრავს, რაშიც „რეზვანის“ კომპანია „DDM ვორკსი“ დაეხმარება. კომპოზიტური ძარის დამზადებაში კი მონაწილეობას კომპანია „N2A მოტორსი“ მიიღებს.
მართალია, „არიელ ატომის“ ბაზაზეა შემუშავებული, მაგრამ „მხეცს“ ძარაც სულ სხვანაირი ექნება და ინტერიერიც/კოკპიტიც. რაც შეეხება ძრავს, ის იქნება ან 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავი, ან 2.4-ლიტრიანი აგრეგატი მექანიკური დამჭირხნით. ძრავი ბაზაში განლაგდება და ერთ შემთხვევაში 315 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მეორეში კი - 500-ს.
„რეზვანის“ მიერ გამოქვეყნებულ რელიზში აღნიშნულია, რომ უფრო სუსტი „მხეცი“119 000 დოლარი ეღირება, უფრო ძლიერი კი - 139 000 დოლარი. ეს იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი სრულად იქნება აწყობილი. გარდა ამისა, თითოეული მოდლის საწყის თითო ეგზემპლარს კომპანია მყიდველს განსხვავებული ფასით შესთავაზებს. 315-ძალიანი ძრავით აღჭურვილი ასეთი ავტომობილი 99 500 დოლარი ეღირება, ხუთასიანი კი - 124 900 დოლარი. დაკიდევ, კომპანია მყიდველს „ატომის“ გადაკეთებასაც სთავაზობს, რაც 49 000 (ბისტ 300) და 69 000 (ბისტ 500) დოლარი დაჯდება.

No comments:

Post a Comment