დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, May 3, 2014

მალდონადოს „უილიამსის“ დატოვება 25 მილიონი დოლარი დაუჯდა

Maldonado paid $25 million to leave Williams – report
3 მაისი
საიდან უნდა სცოდნოდა პასტორ მალდონადოს, რომ გასული სეზონის მაჩანჩალა ამ სეზონში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად გარდაიქმნებოდა, შარშანდელი სეზონის ტიტულის მაძიებელი „ლოტუსი“ კი, რომელში გადასასვლელადაც, „უილიამსს“ კონტრაქტი გაუწყვიტა, პელოტონის მეორე ნახევარში გადაინაცვლებდა. თორემ პირველს არაფრის დიდებით არ დატოვებდა. და 25 მილიონი დოლარიც ხახვივით შერებოდა.

„უილიამსმა“ ახლახანს გასული ფინანსური წლის შედეგები გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც, მისი ბიუჯეტი 20 მილიონი დოლარი სუფთა მოგებით შეივსო. ეს კი ვენესუელელი პილოტის სპონსორის (ვენესუელას სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA) მიერ, ნაადრევად შეწყვეტილი კონტრაქტის გამოსასყიდად გადახდილი 25 მილიონი დოლარის წყალობით მოხდა. როგორც გაზეთი „ტელეგრაფი“ იუწყება, ერთი წლით ადრე „უილიამსმა“ 8 მილიონი დოლარი იზარალა.

„ზამთრის თვეებში კომერციულად გავძლიერდით და „უილიამსი“ კვლავაც აგრძელებს ძალიან ლოიალური პარტნიორების ჯგუფის და ფანების მოზიდვას. ეს წლიური შედეგები მეტყველებს, რომ ჩვენ ბიზნესს ფისკალურად პასუხისმგებლურად ვაწარმოებთ. ჩვენ გვაქვს ფუნდამენტი იმისათვის, რომ განვითარება გავაგრძელოთ. 2014 წლის სეზონი კარგად დავიწყეთ და ვიმედოვნებთ, რომ შედეგებს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ“, - ამბობს გუნდის შეფი სერ ფრენკ უილიამსი.

No comments:

Post a Comment