დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, April 8, 2014

„აუდი“ პეკინში კონცეპტუალური Q4-ით წარსდგება

Audi Sketches Out Crossover Concept for Beijing, May Preview the BMW X4 Rivaling Q4
8 აპრილი
„აუდიმ“ თავისი ახალი კონცეპტუალური ქროსოვერის ესკიზები გამოაქვეყნა, ავტომობილის, რომლის პრემიერაც მალე პეკინის ავტო შოუზე გაიმართება. მათზე გამოსახულ ავტომობილს კუპეს სტილის სილუეტი აქვს. გერმანული კომპანია მასზე სხვა ინფორმაციას არ ავრცელებს, ადრე გავრცელებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ლაპარაკია მომავალ სერიულ ქროსოვერ Q4-ის კონცეპტუალურ ვერსიაზე.

ახალი ავტომობილით, ინგოლშტადტელები კონკურენციას გაუწევენ „რეინჯ როვერ ევოუკს“, „ბეემვე X4-ს“ და „პორშე მაკანს“. ნათესავი Q3-ს და Q5-სგან განსხვავებით, ახალი ავტომობილი სპორტულ სტილში შესრულდება, დაახლოებით ისეთში, როგორიცაა დეტროიტის შოუზე ნაჩვენები კონცეპტუალური „აუდი ოლროუდ შუტინგ ბრეიკი“.
დეტროიტულ და პეკინურ კონცეპტებს შორის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ მეორეს ოთხი კარი ექნება. ოღონდ, ეს მხოლოდ გარეგნობას ეხება და არა აღჭურვილობას, რადგან ჯერ უცნობია, რა ანიჭებს მამოძრავებელ ძალას პეკინურ კონცეპტს. ცნობისათვის, დეტროიტში წარდგენილი ავტომობილი აღჭურვილია ჰიბრიდული აგრეგატით, რომელშიც 292-ცხენისძალიანი 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავი და ელექტრო ძრავია გაერთიანებული, რომლის პიკური სიმძლავრეც 55 ცხენის ძალაა.
ესკიზების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ კონცეპტუალურ Q4-ს ინტერიერიც „ოლროუდ შუტინგ ბრეიკის“ მსგავსი ექნება. სხვათა შორის, მსგავსი სალონი ორივეს ახალი TT-სგან აქვს გაზიარებული.

No comments:

Post a Comment