დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, February 5, 2014

„ტია“ და „ელერონი“

„DC დიზაინის“ ორი უცნაური კონცეპცია ავტო ექსპოზე
DC Design's New Pint-Sized Tia Roadster Priced at $28,700
DC Design's Awkward Looking Eleron Targa SUV to go on Sale in 2016
5 თებერვალი
„ჯენერალ მოტორსის“ ყოფილი დიზაინერის, დილიპ ჩჰაბრიას კომპანია „DC დიზაინი“ იმითაა ცნობილი, რომ სხვადასხვა კომპანიის სერიული ავტომობილების საკუთარ ვერსიებს ქმნის. ამჯერად კი, ნიუ დელის ავტო ექსპოზე, კომპანიამ ერთბაშად ორი საკუთარი კონცეპტუალური ავტომობილი წარადგინა, რომლებსაც მალე სერიულადაც გამოუშვებს.
მათგან ერთია ჯუჯა ორადგილიანი როდსტერი, სახელად „ტია“, რომლის სიგრძეც მხოლოდ 2550 მილიმეტრია და ამგვარად, ის „სმარტ ფორთუზე“ პატარაა. მის საფუძველს, სივრცული ჩარჩო წარმოადგენს, რომელიც დამცავი ბუდითაა გაძლიერებული. ძარა კი კარბონის კომპოზიტის ნაწარმია. „DC დიზაინის“ განცხადბით, ავტომობილი 950 კილოგრამს იწონის.
„ტიას“ მამოძრავებელ ძალას შუაში მოთავსებული, ბენზინის 1.2-ლიტრიანი ტურბო ძრავი ანიჭებს, რომლის სიმძლავრეც 120 ცხენის ძალაა. ის მაბრუნ მომენტს უკანა წამყვან ბორბლებს, ოთხსაფეხურიანი გადაცემათა კოლოფის გავლით აწვდის. ამ ტანდემის დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 9.0 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ-ს აღწევს.
„DC დიზაინი“ ამ ავტომობილის წარმოებას აპირებს და მას 28 700 დოლარად დააფასებს...
მეორე კონცეპტია „ელერონი“, რომელიც ერთდროულად, ტარგას ტიპის ღია ავტომობილიცაა და ქროსოვერიც (მაღალი კლირენსის გამო). თუ „ტია“ საკმაოდ კოხტა ავტომობილია, „ელერონი“ რაღაც გაუგებრობის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა ორინალურობით მაინც გამოირჩევა. თანაც, გაცილებით დიდია - მისი გაბარიტებია: სიგრძე 5 050 მილიმეტრი, სიგანე 1 965 მილიმეტრი და სიმაღლე 1 710 მილიმეტრი. ეს გიგანტი, არც მეტი, არც ნაკლები, 2.5 ტონას იწონის.
ასეთი მსხვილკალიბრიანი და მძიმე ავტომობილისთვის, 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავი (ბენზინის) აშკარად ცოტაა. თუნდაც მისი სიმძლავრე 265 ცხენის ძალა იყოს, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 360 ნიუტონმეტრი. ძრავთან 5-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისიაა დაკავშირებული, წამყვანი კი ოთხივე ბორბალია.
„ტიას“ მსგავსად, „ელერონიც“ სივრცულ ჩარჩოზეა აგებული, რომელსაც დამცავი ბუდე (ეგრეთ წოდებული როლქეიჯ - გადაყირავების შემთხვევაში იცავს) აძლიერებს, ძარა კი ისევ კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული. ამ ავტოპმობილსაც 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 9.0 წამი ჰყოფნის, მაქსიმალური სიჩქარე კი 200 კმ/სთ-ია.

დილიპ ჩჰაბრია იმედოვნებს, რომ წლიურად დაახლოებით 500 ცალი „ელერონის“ და 1 000 ცალი „ტიას“ გაყიდვას შეძლებს. „ტიას“ ფასზე უკვე გითხარით, „ელერონი“ კი დაახლოებით 60 000 დოლარი ეღირება.

No comments:

Post a Comment