დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, February 14, 2014

„სუზუკი სელერიო“ ევროპული დებიუტისთვის მზადაა

Suzuki Celerio will replace Alto and Splash minicars
14 თებერვალი
„სუზუკი“ აცხადებს, რომ მისი სამოდელო გამის ორ პატარა ავტომობილს - „ალტოსა“ და „სპლეშს“, ერთი და უახლესი „სელერიოთი“ ჩაანაცვლებს, რომელიც პირველად კონცეპტუალური ვერსიის სახით, ტაილანდის მოტორ შოუზე წარადგინა, შემდეგ კი უკვე მისი სერიული ვერსია, ნიუ დელის ავტო ექსპოზე გვიჩვენა. და აი, ამავე ავტომობილის ევროპული პრემიერის დროც მოახლოვდა.
„სელერიოს“ ბაზარზე გამოტანით, იაპონური კომპანია წერტილს უსვამს „ოპელთან“ მინი ავტომობილების წარმოებაში არსებულ თანამშრომლობას. „სუზუკი“ აცხადებს, რომ ახალ ავტომობილს, უფრო დიდი ზომის „სპლეშივით“ ფართო სალონი და უფრო პატარა „ალტოს“ ეკონომიურობა ახასიათებს.
იაპონური კომპანიის პრესმდივანი ამბობს, რომ „სელერიო“ „ალტოზე“ დიდი მანქანაა. მისი თქმით, კლიენტები ხშირად ხაზს უსვამდნენ იმ ფაქტს, რომ „ალტოს“ ძალიან პატარა საბარგული აქვს. შესაბამისად, „სელერიოს“ შემუშავებისას, ინჟინრებმა ეს ფაქტი გაითვალისწინეს. გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპთან“ საუბრისას, კომპანიის პრესმდივანს ახალი ავტომობილის ძრავების შესახებ ინფორმაცია არ დაუკონკრეტებია, თუმცა ის კი თქვა, რომ „სელერიოს“ გამონაბოლქვში ნახშირორჟანგს ძალიან მცირე შემცველობაა.
ცნობისათვის, „სუზუკი“ მოდელ „სპლეშს“ უნგრეთში, იმავე ქარხანაში აწარმოებს, რომელიც ამ ავტომობილის „ოპელისეულ“ ანალოგ „აგილასაც“ უშვებს. რაც შეეხება „ალტოს“, ამ ავტომობილს ინდოეთში აწარმოებენ. „სელერიოს“ გლობალური ბაზრისთვის, მათ შორის ევროპისთვისაც, ტაილანდში გამოუშვებენ.

No comments:

Post a Comment