დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, February 17, 2014

„ლენდ როვერი“ „დისქავერის“ საიუბილეო ვერსიას გამოუშვებს

Land Rover Celebrates 25 Years of Discovery with XXV Special Edition Model
17 თებერვალი
„ლენდ როვერის“ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოდელს, სახელად „დისქავერი“, 25 წელი უსრულდება და ამასთან დაკავშირებით, ბრიტანული კომპანია მის საიუბილეო ვერსიას გამოუშვებს, სახელად „დისქავერი XXV“. „ლენდ როვერმა“ მოდელ „დისქავერის“ წარმოება 1989 წელს დაიწყო და მას შემდეგ, ის მილიონზე მეტი გაჰყიდა.
„ლენდ როვერი“ მყიდველს სპეციალურ მოდელ „დისქავერი XXV“ ოთხი გამორჩეული ფერით შესთავაზებს. ესენია „ქოსვეი გრეი“ (დამბის ნაცრისფერი), „სანტორინი ბლექ“ (სანტორინის (კუნძულია საბერძნეთში) შავი), რომელსაც „ლენდ როვერი“ თავისი ავტომობილების სპეც ვერსიებისთვის ხშირად იყენებს, „ფუძი უაით“ (ფუძი - მთა იაპონიაში) და „ინდუს სილვერ“. გარდა ამისა, ვერცხლისფერია სახურავის საბარგულის რეილინგები, რადიატორის ცხაურის ელემენტები კი შავია.
ინტერიერში სპეციალური (მარკა უინძორი) ტყავია გამოყენებული, რომლითაც კარის და ცენტრალური კონსოლის ზედა ნაწილები შეფუთეს. გარდა ამისა, ამავე მარკის ტყავშია გამოწყობილი მაჩვენებლების დაფა და საჭის რგოლი. სალონშივე, სავარძლების საკისრეების წინა ნაწილზე ნახავთ სპეც ვერსიის ემბლებას - XXV. ავტომობილი ალუმინის, სპეციალური დიზაინის მქონე 20-დუიმიან ხუთ-ორმაგწკირიან ბორბლებზე დადგა.
„დისქავერი XXV-ის“ ბაზისად გამოყენებულია სტანდარტული „დისქავერის“ ლუქს ვერსია HSE. სპეციალურ ვერსიას მყიდველს სალონის ფერთა სამი გამით შესთავაზებენ. ესენია ებონი, სირუსი და ორტონიანი ებონი/სირუსი. სალონშივე, ძირზე განსხვავებულ ფარდაგებს დააფენენ.
სპეციალური, საიუბილეო ვერსია შეზღუდული რაოდენობით დამზადდება და მასში მყიდველს 63 000 გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევს.

No comments:

Post a Comment