დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, January 16, 2014

რატომ აირჩია ფეტელმა N5

Vettel's number 5 not Schumacher tribute
16 იანვარი
სებასტიან ფეტელმა განმარტა, თუ რატომ აირჩია ფ1-ის კარიერაში თავის ნმრად 5 და არა რომელიმე სხვა რიცხვი. როგორც ცნობილია, ახალ სეზონში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი პირველი ნომრით იასპარეზებს, მაგრამ თუ ტიტულის შენარჩუნება ვერ შეძლო, მაშინ „თავის ნომერს“ დაუბრუნდება.
ფორმულა ერთის ისტორიაში, ხუთი ნომრით რამდენიმე პილოტს აქვს მოპოვებული ჩემპიონის ტიტული, მათ შორის მიხაელ შუმახერს და ნაიჯელ მენსელს. მაგრამ როგორც გერმანულ პრესაში წერენ, ფეტელს ეს ნომერი შუმახერისადმი პატივისცემის ნიშნად არ აურჩევია - როდესაც მან ფია-ში თავისი განაცხადი შეიტანა, მაშინ შუმის თხილამურების შემთხვევა ჯერ კიდევ არ მომხდარიყო.
„ეს ნომერი იმის გამო ავირჩიე, რომ სწორედ ის მეწერა 2001 წელს, როცა კარტინგში ძალიან წარმატებული სეზონი მქონდა. 2010 წელსაც ჩემს მანქანას 5 ეწერა, როცა პირველად გავხდი მსოფლიო ჩემპიონი. ამასთან, ამავე ნომრით რამდენიმე მრბოლი გახდა ჩემპიონი, მათ შორის მიხაელ შუმახერი და ნაიჯელ მენსელი“, - ამბობს ფეტელი, ვისაც ახლახანს გერლფრენდ ჰანასგან შვეიცარიაში გოგონა შეეძინა.

No comments:

Post a Comment