დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, December 6, 2013

„ლამბორგინი კაბრერას“ პრემიერა ჟენევაში ჩატარდება

Lamborghini Cabrera to Debut in Geneva, Details Coming Before Christmas
6 დეკემბერი
მის დახასიათებას კი იტალიური კომპანია შობის დღესასწაულამდე გაგვაცნობს. „კაბრერამ“ უნდა შეცვალოს „გალარდო“, რომელმაც „ლამბორგინის“ ისტორია რადიკალურად შეცვალა. სანტ’აგატა ბოლონეზელთა ყველაზე მასობრივი ავტომობილი, რომელმაც სუპერ ავტომობილი არნახულად ხელმისაწვდომი გახადა. და მნიშვნელოვნად დაჩრდილა კომპანიის ფლაგმანი „ავენტადორი“.
მოკლედ, „კაბრერას“ ძალიან რთული მისია ეკისრება - მან ღირსეულად უნდა შეცვალოს „გალარდო“, რომლის წარმოებაც იტალიურმა კომპანიამ ახლახანს შეწყვიტა. არაოფიციალური ინფორმაციით, „კაბრერას“ პირველად ჟენევის მოტორ შოუზე გვიჩვენებენ, მის შესახებ პირველ ოფიციალურ ინფორმაციას კი შობამდე შევიტყობთ.
სხვათა შორის, „ავენტადორის“ პრემიერამდე, „ლამბორგინიმ“ ამ ავტომობილის ახალი საკიდარი, ძრავი და ტრანსმისია გაგვაცნო. მსგავსი სტრატეგა „ფერარიმ“ თავის ფლაგმან „ლაფერარის“ წარსადგენად გამოიყენა. და როგორც ჩანს, „კაბრერასთან“ დაკავშირებითაც ასე იქნება. ამ ავტომობილზეც იტალიური კომპანია რიგ სიახლეებს გამოიყენებს, რომლებზეც ცალ-ცალკე გაამახვილებს ყურადღებას.

No comments:

Post a Comment