დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, November 13, 2013

სერხიო პერესი „მაკლარენს“ ტოვებს

Perez beats McLaren on his departure
13 ნოემბერი
აბუ დაბიში თვით „მაკლარენის“ შეფმა მარტინ უიტმარშმა განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, გუნდში სერხიო პერესი დატოვოს, თუ ის ახალბედა კევინ მაგნუსენით შეცვალოს. ეს უკვე იყო იმის ნიშანი, რომ უოკინგელები ცვლილებას ამზადებდნენ, მაგრამ ჯერჯერობით ისინი გადაწყვეტილების გახმაურებას არ აპირებდნენ. სამაგიეროდ, თავად მექსიკელმა მრბოლმა ტვიტერზე გვაუწყა, რომ „მაკლარენს“ ტოვებს.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა „მაკლარენს“ მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ მათთან ერთად ერთი სეზონის გატარების საშუალება მომცეს. მე ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც შემეძლო. მაგრამ ამის მიუხედავად, იმას ვერ მივაღწიე, რასაც ამ ისტორიულ გუნდთან ერთად ვგეგმავდი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ფ1-ში ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტუნარიან გუნდში ვიყავი და არ ვნანობ, რომ მასში გადავედი“, - ამბობს პერესი.
ყოველივეს მიუხედავად, „მაკლარენი“ აცხადებს, რომ დარჩენილ ორ რბოლაში ძველებურად მოემსახურება მექსიკელს. უიტმარში კი მადლობას უხდის პერესს იმ თავაზიანობისთვის, რომელიც თავის განცხადებაში გუნდის მიმართ გამოხატა: „მინდა, ჩეკოს მადლობა გადავუხადო მისი განცხადებისთვის და იმისთვის, რომ გუნდის გამორჩეული წევრი იყო. წინ ჯერაც ორი რბოლა გვაქვს და ჩვენი კოლექტივის მიზანს, მაქსიმალურად შესაძლებელი ქულების დაგროვება წარმოადგენს“.
უიტმარშის თქმით, პერესმა ამ ერთ სეზონში „მაკლარენში“ უამრავი მეგობარი გაიჩინა, რომლებიც დარჩენილ რბოლებში ყველაფერს იზამენ იმისათვის, რომ ორი კარგი შედეგით დაასრულოს ეს რთული სეზონი. განსაკუთრებით მონდომებულები კი ოსტინში იქნებიან, სადაც ჩეკოს უამრავი ფანი ჰყავს.
„მადლობა მაკლარენს და ყველა მის პარტნიორს ამ სეზონისთვის. გარწმუნებთ, მე არასდროს დავნებდები“, - ასე ამთავრებს ტვიტერზე თავის განცხადებას პერესი.

No comments:

Post a Comment